მეხსიერების ან მსჯელობის პრობლემების მიჩნევა, როგორც დაბერების ნორმალურ ნაწილად, ადვილია. მაგრამ არის რამდენიმე სიმპტომი ან გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ რაღაც სერიოზული ხდება.
მსუბუქი კოგნიტური დაქვეითება და ალცჰაიმერი – რა ხდება ტვინში
მსუბუქი კოგნიტური უკმარისობა ხასიათდება მიელინის გარსის ცვეთით, რომელიც გარს აკრავს ნეირონებს, ეს არის ნერვული უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შეტყობინებების გაგზავნასა და მიღებაზე თავის ტვინსა და სხეულის სხვა უბნებს შორის. დამცავი მიელინის ეროზიით, ნეირონებს შორის კომუნიკაცია ნელდება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მეხსიერების და ინფორმაციის აღდგენის უნარს.
როგორც მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების, ასევე ალცჰაიმერის ადრეულ ეტაპებზე, დაზიანებული ნეირონები ჩვეულებრივ განლაგებულია ჰიპოკამპში, რომელიც არის ტვინის ის უბანი, რომელიც ჩართულია მეხსიერების შენახვაში. მოგვიანებით, ნეირონები ქერქის სხვა ადგილებში – უბნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეტყველებაზე, სოციალურ ქცევაზე, ვიზუალურ სივრცულ შესაძლებლობებზე, მათემატიკასა და მსჯელობაზე – ასევე შეიძლება დაზარალდნენ.
მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების ადრეული ნიშნები, რაც შეიძლება ალცჰაიმერის დაავადებაზე მიგვანიშნებდეს
ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანები ხშირად განიცდიან მეხსიერების უფრო მძიმე დაკარგვას, ვიდრე ჩვეულებრივ ასაკოვანი ადამიანებს. მეხსიერების დაკარგვის ეს ხარისხი მათ „ამნეზიას“ ჰგავს, ისინი ვერ იმახსოვრებენ ახალ ინფორმაციაა. როგორც წესი, იმეორებენ, უსასრულოდ სვამენ კითხვებს და სწრაფად ივიწყებენ კითხვებს შორის ნათქვამს.
სავარაუდოდ სხვა სიმპტომებიც ჩნდება. ეს მოიცავს საუბრის სირთულეს, ობიექტისთვის არასწორი სახელის გამოყენებას, გაურკვევლობას, პრობლემების, სიტუაციების და ახსნა-განმარტების მარტივად გაგების შეუძლებლობას.
ალცჰაიმერის სიმპტომებს შორისაა:
მეხსიერების დაკარგვა, რომელიც აფერხების ადამიანს ყოველდღიური დავალებების შესრულებას
ალცჰეიმერის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ადრეული ნიშანი არის ინფორმაციის, განსაკუთრებით ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უუნარობა. დროთა განმავლობაში, მეხსიერების ამ დაკარგვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ სტადიაზე მყოფმა ადამიანმა შეიძლება დაივიწყოს შეხვედრები, მედიკამენტები, როგორ მივიდეს ნაცნობ ადგილას. მათ შეიძლება დაივიწყონ ის, რაც მათ სჭირდებათ სახლში და იყიდონ არასწორი ნივთები.
ნაცნობი ამოცანების შესრულების გაძნელება
თუ არის რაღაც, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებთ და ახლა მისი შესრულება გამოწვევად იქცა, შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი, რომ რაღაც სერიოზული ხდება.
კომუნიკაციის გაძნელება ან სწორი სიტყვების პოვნის სირთულე
მსგავსი რამ შესაძლოა ასაკოვან ადამიანებშიც შევხვდეთ, რაც დაბერების ნიშანია, თუმცა თუ მსგავსი სირთულეები ხშირად ხდება, ეს შეიძლება ალცჰაიმერის დაავადებაზე მიგვანიშნებდეს.
როდის მივმართოთ ექიმს
ექიმების რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია, როდესაც არსებობს მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების ან ალცჰაიმერის თუნდაც ერთი სიმპტომი. არ არის საჭირო დაელოდოთ ყველა ნიშანს.
ზოგად ექიმს, ნევროლოგს, ან ფსიქიატრს შეუძლია ჩაატაროს ტესტები კოგნიტური ფუნქციონირების შესაფასებლად. მათ შორის, ყველაზე ხშირად გამოიყენება:
- მონრეალის შემეცნებითი შეფასება – გულისხმობს სიტყვების მოკლე სიის დამახსოვრებას, გარკვეული საგნების დასახელებას და ფორმების კოპირებას;
- მინი-ფსიქიკური მდგომარეობის გამოცდა – მოითხოვს უკან დათვლას, საგნების იდენტიფიცირებას და სხვა ფაქტების გახსენებას, როგორიცაა თარიღი;
- მინი-კოგ სკრინინგი – გულისხმობს სიტყვების დამახსოვრებას და გახსენებას და საათის ნახატის დახატვას კონკრეტული დროისკენ მიმართული ხელებით
ნევროლოგს ასევე შეუძლია მოითხოვოს სისხლის ტესტირება და ტვინის სკანირება, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია ან MRI, ტვინის სტრუქტურის შესაფასებლად და შესაძლო ხელშემწყობი მიზეზების დასადგენად.
თავის ტვინის PET სკანირებამ შეიძლება გამოავლინოს ამილოიდის არსებობა და ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევას შეუძლია გამოავლინოს ამილოიდის და ტაუს არსებობა.
მნიშვნელოვანია დიაგნოზის დადგენა რაც შეიძლება მალე, რადგან მედიკამენტები, რომლებიც ანელებენ დაავადების პროგრესირებას, საუკეთესოდ მოქმედებს ადრეული გამოყენებისას.