ახლო აღმოსავლეთში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამხედრო ოპერაციები გრძელდებ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ახლო აღმოსავლეთში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამხედრო ოპერაციები გრძელდება. სამხედროებმა ადგილზე რამდენიმე შენობა ააფეთქეს.

პალესტინის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, განადგურდა დაახლოებით 20 შენობა.

სამხედროების სპიკერის თქმით, რამდენიმე სტრუქტურა, რომლებიც ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა, დანგრეულია.

ისრაელის ძალები თითქმის 2 კვირის განმავლობაში ატარებენ მასიურ ოპერაციებს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, რაც მიზნად, ადგილობრივი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციებს და მათი იარაღის ხელში ჩაგდებას ისახავს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ისრაელის თავდაცვის მინისტრი გუშინ ლიბანში არმიის პუნქტებს ეწვია.

შეგახსენებთ, ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ნოემბრიდან მოქმედებს. შეთანხმების თანახმად, ლიბანში სამხრეთიდან დაწყებული ყველა “არაავტორიზებული იარაღი” და სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა დაიშალოს, თუმცა “ჰეზბოლას” მტკიცებით, შეთანხმება ექსკლუზიურად სამხრეთ ლიბანს ეხება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ახლო აღმოსავლეთში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამხედრო ოპერაციები გრძელდებ. 3 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ახლო-აღმოსავლეთში-მდინა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi