ხუთშაბათი, იანვარი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმირა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად თაფლს მიიღებთ

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად თაფლს მიიღებთ

რაფინირებული შაქრის ჭარბი რაოდენობა ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის და ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ბუნება გვაძლევს შაქრის გემრიელ ნაზავს ნატურალური ხილისა თუ თაფლის სახით.
როდესაც თქვენ ეძებთ დამატკბობელს, ყოველთვის მიმართეთ ნატურალურ თაფლს, ის უამრავ სარგებელს მოგიტანთ.

წონის დაკლება.
რაციონიდან გამორიცხეთ შაქრის შემცველი ყველა პროდუქტი, გარდა თაფლისა, რადგან მას ძალიან განსხვავებული და ჯანსაღი შემადგენლობა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ დამატკბობლებს.
თაფლი ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და ორგანიზმის დეტოქსიკაციას. თუ დილით უზმოზე მიიღებთ თაფლს თბილ წყალთან და ლიმონთან ერთად, გათავისუფლდებით ტოქსინებისა და ზედმეტი ცხიმისგან.

სუფთა კანი.
თაფლი საოცარი ანტიოქსიდანტია, ამასთან, მისი ანტიბაქტერიული თვისებები ხელს უწყობს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
თაფლი ასევე კანის მოვლის ნატურალური საშუალებაა. წაისვით თაფლი სახეზე, რათა მოიშოროთ ყველა ლაქა. თაფლი შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა სხვა დაავადებებისთვის, როგორიცაა ჭია და ფსორიაზი. ის ასევე ებრძვის ანთებას და სიმშრალეს.

დაბალი ქოლესტერინი.
თაფლში შემავალი ყველა ვიტამინი და კომპონენტი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას. თუ ყოველდღიურად მოიხმართ თაფლს, ის დაგეხმარებათ ორგანიზმში არსებული ჭარბი ქოლესტერინის კონტროლში.

კარგი მეხსიერება.
მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ თაფლი ხელს უწყობს უჯრედული თავდაცვის ანტიოქსიდანტური სისტემის აღდგენას, რაც საბოლოოდ იწვევს მეხსიერების გაუმჯობესებას.მშვიდი ძილი.
თაფლში არსებული შაქარი ხელს უწყობს სისხლში ინსულინის დონის ამაღლებას, რომელიც საბოლოოდ გამოყოფს სეროტონინს. ამის შემდეგ, სეროტონინი კვლავ გადაიქცევა მელატონინად, ეს ჰორმონი კი პასუხისმგებელია ჩვენს მშვიდ ძილზე.

გულის დაავადებათა პრევენცია.
გულის დაავადების თავიდან ასაცილებლად აიღეთ თაფლი და შეურიეთ დარიჩინს. ეს ხელს შეუწყობს გულის არტერიების და ვენების გაფართოებას.
თბილ წყალში დაამატეთ 1-2 სუფრის კოვზი თაფლი 1/3 ჩაის კოვზ დარიჩინთან ერთად. დალიეთ ეს ყოველდღიურად და დააკვირდით პოზიტიურ ცვლილებებს.

დაემშვიდობეთ სტრესს.
თაფლი ამშვიდებს ნერვებს და ხსნის ყველა დაღლილობას თქვენი სხეულიდან. ის შეიცავს გლუკოზას, რომელიც აუცილებელია ნეირონების სწორად მუშაობისთვის. თაფლი სწრაფად შეიწოვება სისხლში და სწრაფადვე გაგრძნობინებთ სიმშვიდეს, ის ასევე აგარიდებთ ფსიქოლოგიურ სტრესს თუ დისკომფორტს.

ჯანმრთელი კუჭი.
თაფლის ყოველდღიური მიღება იცავს თქვენს ორგანიზმს ისეთი დაავადებისგან, რომელიც დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან. ის ასევე ხელს უწყობს ლორწოვან გარსში არსებული მცირე ჭრილობების შეხორცებას.

თაფლი ნივრით.როდესაც თაფლი შერწყმულია სხვა ბუნებრივ საშუალებებთან, რომლებსაც აქვთ ძლიერი ანტისეპტიკური თვისებები, მისი ღირებულება ათჯერ იზრდება.თუ თაფლს ნიორს აურევთ, ის გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას.დაიწყეთ ერთი კბილი ნივრის მიღება თაფლთან ერთად და თავს გაცილებით ენერგიულად იგრძნობთ.და ბოლოს, დღეიდან თქვენ უფრო მეტი იცით თაფლის უპირატესობის და სასარგებლო თვისებების შესახებ, დროა ჩართოთ ის თქვენს რუტინაში და იცხოვროთ ტკბილად და ბედნიერად.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ბრაგა: პორტუგალიის უძველესი ქალაქი ულამაზესი ბაღებით და სასახლეებით

ბრაგა: პორტუგალიის უძველესი ქალაქი ულამაზესი ბაღებით და სასახლეებით

28 January, 2025
როგორ გავაუმჯობესოთ ძილის ხარისხი დღის განმავლობაში – 5 მეცნიერულად დასაბუთებული რჩევა

როგორ გავაუმჯობესოთ ძილის ხარისხი დღის განმავლობაში – 5 მეცნიერულად დასაბუთებული რჩევა

იანვარი 30, 2025
რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო მაგიდის არჩევისას

რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო მაგიდის არჩევისას

იანვარი 30, 2025
ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა

ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა

იანვარი 30, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

იანვარი 30, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თევზი ნიგვზის საწებლით

თევზი ნიგვზის საწებლით

იანვარი 30, 2025
ძილის გაუმჯობესების 5 რჩევა პროფესორ გიორგი ფხაკაძისგან

ძილის გაუმჯობესების 5 რჩევა პროფესორ გიორგი ფხაკაძისგან

იანვარი 30, 2025
ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

29 იანვარი 2025
საქართველოში მშენებლობის ნებართვების რაოდენობა და ფართობი რეკორდულად გაიზარდა — 2024 წელს თბილისში 5 648 ნებართვა გაიცა

საქართველოში მშენებლობის ნებართვების რაოდენობა და ფართობი რეკორდულად გაიზარდა — 2024 წელს თბილისში 5 648 ნებართვა გაიცა

იანვარი 30, 2025
Instagram-ის ახალი ფუნქცია — თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

Instagram-ის ახალი ფუნქცია — თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

იანვარი 30, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი