ხუთშაბათი, იანვარი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"სახ­ლამ­დე მი­ა­ცი­ლა თენ­გიზ­მა და უთხ­რა: დღე­ი­დან პო­მა­დას აღარ წა­ის­ვა­მო... ასე და­იწყ­ო. ხუ­თი...

“სახ­ლამ­დე მი­ა­ცი­ლა თენ­გიზ­მა და უთხ­რა: დღე­ი­დან პო­მა­დას აღარ წა­ის­ვა­მო… ასე და­იწყ­ო. ხუ­თი წლის შემ­დეგ იქორ­წი­ნეს”

ღიმილით გაჩერებული დრო – თენგიზ ჩანტლაძე

5 ივნისს 78 წლისა გახდებოდა, თუმცა მის მეუღლეს – მსახიობ ზაირა ჩანტლაძეს ძალიან უჭირს ამ ასაკის დასახელება: 78 წელი ძალიან ბევრია ადამიანისთვის, რომელმაც თავის სიცოცხლეშივე დაამარცხა ასაკი. რა მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენი წლისა იყო მეგრელი მილიციელი, ან გაბუტული ლუარსაბი… ან იმას რა მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენი წლის იყო თამადა, რომელიც თავის ფაცხაში მოწყობილ ლხინს ნამდვილ სანახაობად აქცევდა ხოლმე… ბავშვივით იცოდა მოლხენა – მთელი სულითა და გულით… ლექსებსაც წაიკითხავდა. ბევრს არა, სულ რამდენიმე ლექსს კითხულობდა… მაგრამ ისე კითხულობდა, ვერასდროს ვეღარავინ რომ ვერ წაიკითხავს.

…საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, არც ხუთი წლის ბიჭივით სკამზე ასვლას დაგზარდებოდათ. საოცარი სანახავი იყო: იდგა ჭიქით ხელში, თვალებიდან სიკეთეს ასხივებდა და იმას ამბობდა, რაც უნდა ეთქვა, რომ ყველას ირგვლივ დავიწყებოდა თავისი სატკივარი, ფაცხის მიღმა გამეფებული ცხოვრების რიტმი – უკვე რომ ნელ-ნელა გადადიოდა ჯუნგლების კანონების ქვეშ მყოფთა ცხოვრების რიტმში. თენგიზ ჩანტლაძესთან დრო გაჩერებული იყო. თვითონ ბავშვურად ლაღი და ალალი ვერ შეეგუებოდა, რომ დროს შეეტანა ღვარძლი ან დაპირისპირება მის ახლობლებში. იდგა ადამიანის კეთილბუნებოვნების სადარაჯოზე და აცინებდა ყველას… კარგად იცოდა, ასე კეთილ ღიმილში უფრო ადვილი იყო ტკივილით სავსე ცხოვრების გზის გავლა.

პატარა თენგიზ ჩანტლაძე

არტისტიზმით ბუნებამ დააჯილდოვა, სულ 8 წლისა იყო, როცა ჰოლში ოთხ ხმაზე ლაპარაკობდა, ვითომ მამამისის მეგობრები მოვიდნენ და მათ ესაუბრებოდა. იმდენად დამაჯერებელი იყო ეს “გათამაშება”, რომ გაკვირვებული მამა გაფაციცებით ეძებდა მოსულ სტუმრებს…

– მგონი, თენგიზმა ფეხი რომ აიდგა, უკვე თენგიზ ჩანტლაძე იყო… ჩამოყალიბებული პიროვნება გახლდათ, – ამბობს მისი მეუღლე.

ახალგაზრდაც ისეთი იყო, როგორიც ბავშვი… შუახნისაც ისეთი იყო, როგორიც ახალგაზრდა…

ახალი პროგრამა მზადდებოდა და პლაკატისთვის ფოტოები უნდა გადაეღოთ… მაშინ 28 წლისა იყო. ზაირა – 23 წლისა. რეპეტიციაზე მიდიოდა, თენგიზმა დაუძახა და მოახედა… ასეთები იყვნენ, როცა ერთმანეთი შეუყვარდათ… ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო. 1961 წელს ინსტიტუტი დაამთავრა, სოხუმის თეატრში არ გაუშვეს მშობლებმა… დარჩა თბილისში უმუშევარი… მაშინ იკრიბებოდა თენგიზ ჩანტლაძის ჯგუფი, რომელიც ფილარმონიაში ამზადებდა პროგრამას. მეგობრის ოჯახში შეიკრიბნენ. თენგიზმა პროგრამა წაიკითხა. ძალიან მომეწონა, – იხსენებს ქალბატონი ზაირა, – მაგრამ პროგრამაზე მეტად თენგიზი მომეწონაო. იმ საღამოს შეროზიაზე, სახლამდე მიაცილა თენგიზმა და უთხრა: დღეიდან სიგარეტს აღარ მოწევ და პომადას აღარ წაისვამო… ასე დაიწყო. ხუთი წლის შემდეგ იქორწინეს.

“ისტორიანის” მკითხველს ექსკლუზიურად ვთავაზობთ ფოტოს, რომელზეც აღბეჭდილია პირველი საჩუქარი, რომელიც თენგიზ ჩანტლაძემ შეყვარებულს მიართვა. ორი მხიარული ჭუკი, რომელიც მხატვარმა ალბათ ბავშვებისთვის შექმნა, ზაირას უყიდა და პაემანზე აჩუქა… დღემდე ინახავს და უყვარს… ძალიან იაფფასიანი საჩუქარი იყო, მაგრამ თენგიზის მოძღვნილს ფასი არ ეზომებოდა.

თვითონ ბავშვურად ლაღი და ალალი ვერ შეეგუებოდა, რომ დროს შეეტანა ღვარძლი ან დაპირისპირება მის ახლობლებში

საერთოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა. მაშინ ერთ გამოსვლაში 8 მანეთს აძლევდნენ… და ყოველი 8 მანეთიდან ცოტას ზოგავდა კიდეც, რომ მანქანა ეყიდა… მანქანა მისი ოცნება იყო… და იცით, ვიდრე ახალგაზრდა იყო და ამ ოცნების ასასრულებლად ძალას იკრებდა, ფეხსაცმელი არ ჰქონდა რიგიანი, წყალი რომ არ შესულიყო… ჟურნალ “ოგონიოკის” ყდა ჰქონდა ჩაფენილი…

მეუღლეს ყველაფერი უსიტყვოდ ესმოდა. ამიტომაც უყვარდა უსაზღვროდ. თუმცა ეხუმრებოდა კიდეც: შენ ჩემი მონაპოვარი ხარ – ანუ მონაცა და “პოვარიცო”…

თენგიზ ჩანტლაძე ძალიან მგრძნობიარე იყო, მშობლებზე მუდმივად დარდობდა. გასტროლებზე ჩავიდოდა თუ არა, სულ ფოსტაში გარბოდა, რომ თბილისში დაერეკა და მშობლების ამბავი გაეგო.

ერთხელ მამამისი მოსკოვში წავიდა. იქ ავად გახდა. სასწრაფოდ გაფრინდა თენგიზი. ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა, უნდა გენახათ, როგორ ჩამოვიდა აეროპორტში, როგორ გაფაციცებული ეკითხებოდა მეუღლეს, როგორ ხარო... ნახეთ ვრცლად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ბრაგა: პორტუგალიის უძველესი ქალაქი ულამაზესი ბაღებით და სასახლეებით

ბრაგა: პორტუგალიის უძველესი ქალაქი ულამაზესი ბაღებით და სასახლეებით

28 January, 2025
როგორ გავაუმჯობესოთ ძილის ხარისხი დღის განმავლობაში – 5 მეცნიერულად დასაბუთებული რჩევა

როგორ გავაუმჯობესოთ ძილის ხარისხი დღის განმავლობაში – 5 მეცნიერულად დასაბუთებული რჩევა

იანვარი 30, 2025
რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო მაგიდის არჩევისას

რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო მაგიდის არჩევისას

იანვარი 30, 2025
ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა

ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა

იანვარი 30, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

იანვარი 30, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თევზი ნიგვზის საწებლით

თევზი ნიგვზის საწებლით

იანვარი 30, 2025
ძილის გაუმჯობესების 5 რჩევა პროფესორ გიორგი ფხაკაძისგან

ძილის გაუმჯობესების 5 რჩევა პროფესორ გიორგი ფხაკაძისგან

იანვარი 30, 2025
ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

29 იანვარი 2025
თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება

თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება

იანვარი 30, 2025
Instagram-ის ახალი ფუნქცია — თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

Instagram-ის ახალი ფუნქცია — თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

იანვარი 30, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი