თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქვეყანაში დღეს გლოვის დღეა.
თურქეთის პრეზიდენტმა პასუხისმგებელი პირების დასჯის პირობა დადო და ყველას დაზარალებულთა სოლიდარობისკენ მოუწოდა.
სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 76 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი – მათმა დიდმა ნაწილმა დაზიანებები ფანჯრიდან გადახტომის დროს მიიღო.
Sheni Network
ხანძრის გაჩენის დროს, შენობაში 240-მდე ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. თურქეთში გლოვის დღეა – ბოლო მონაცემებით, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a/
sheniekimi.ge/ambebi

