აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის შემოწმებამდე მათი 90 დღით შეჩერების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. პროგრამების დროებით შეჩერების მიზანია იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა ისინი მის პოლიტიკურ მიზნებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს და ბევრ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ქვეყნის ღირებულებებს“.
ასევე აღნიშნულია, რომ სხვა სახელმწიფოებისთვის დახმარება „ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას უცხო ქვეყნებში ისეთი იდეების წინ წაწევით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს, როგორც ამ ქვეყნებში, ისე ამ ქვეყნების სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას“.
ამიტომ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „შეერთებული შტატების არცერთი შემდგომი საგარეო დახმარება არ იქნება გაწეული ისეთი გზით, რომელიც სრულად არ იქნება შეთანხმებული ქვეყნის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან“.
როგორც სააგენტო იტყობინება, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს მისი მოსმენისას დროს განუცხადა, რომ „თითოეული დოლარი, რომელსაც ვხარჯავთ, ყველა პროგრამა, რომელსაც ვაფინანსებთ და პოლიტიკა, რომელსაც ვატარებთ, უნდა პასუხობდეს სამ კითხვას: „ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო უსაფრთხოს? ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო ძლიერს? ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო აყვავებულს?“
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მთავარი უწყებები არიან, რომლებიც საგარეო დახმარებას ზედამხედველობენ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „ესოშიეთიდ პრესი“ – დონალდ ტრამპმა აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა 90 დღით შეაჩერა. 21 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ესოშიეთიდ-პრესი-დონალ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T15:06:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
