20 იანვარს, ვაშინგტონში, აშშ-ის 47- ე პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა ფიცი დადო. უამინდობის გამო, ცერემონია კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართა, ტრამპმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე დადო, ორ ბიბლიაზე: ერთი, რომელიც მას დედამ აჩუქა და ლინკოლნის ბიბლიაზე, რომელიც გამოიყენა ასევე რამდენიმე სხვა წინა პრეზიდენტმა – აბრაამ ლინკოლნმა კი 1861 წელს.
ფიცის დადების შემდეგ გაიმართა ე.წ. თავისუფლების ბალი, რომელიც ინაუგურაციის შემადგენელი ნაწილია. როგორც ამერიკული მედია წერს ახალ პრეზიდენტს ამჯერად საცეკვაო ფეხსაცმლის მორგებამ მოუწია. ღონისძიებაზე კვლავინდებურად ბრწყინავდა პირველი ლედი მელანია, რომელიც ამჯერად შავ-თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი. აღსანიშნავია, რომ ბალს არ დაესწრო ტრამპის უმცროსი ვაჟი ბარონი.
ფოტოები იხილეთ ბმულზე
მასალის გამოყენების პირობები