პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემები2024 წელს ადგილობრივი ექსპორტი 5.0 პროცენტით გაიზარდა

2024 წელს ადგილობრივი ექსპორტი 5.0 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 560.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 45.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტით გაიზარდა და 3 007.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქსტატის ცნობით, 2024 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი – 653.4 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 402.5 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი -273.4 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 321.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 274.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები, 250.2 მლნ. აშშ დოლარით.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება - ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის აპრილი გარდამტეხი იქნება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი