მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა, – ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე თავად როთი იუწყება.

„დაბრუნება ქალაქში. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია“, – წერს როთი.

მანამდე, მიხაილ როთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, ადრე თუ გვიან, წააგებს.

„ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, რომელიც დაპატიმრებით ცდილობს ოპოზიციის და კრიტიკული ხმების გაჩუმებას, ადრე თუ გვიან, წააგებს. ბატონო ივანიშვილო, ახლავე გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი!“ – დაწერა როთმა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა. 13 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მიხაილ-როთი-საქართველოში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi