მაღალი ტემპერატურა და გართულებული სუნთქვა – საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, ბავშვები რისკჯგუფს მიეკუთვნებიან

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მაღალი ტემპერატურა და გართულებული სუნთქვა – ამ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ირმა სახოკიამ წლისა და 9 თვის ტყუპები იაშვილის კლინიკაში მიიყვანა. დიაგნოზი გრიპის ვირუსია. ბავშვების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში ყველაზე მეტად H1 ვირუსია გავრცელებული. ექიმების პროგნოზით, პიკური პერიოდი იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი იმ სიმპტომებზე საუბრობს, რომლის გამოვლენის შემთხვევაშიც, მშობლებმა კლინიკებს დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ. ექიმის თქმით, რისკჯგუფში ბავშვები არიან.

მედიკოსები ყურადღებას სტატისტიკაზეც ამახვილებენ და ამბობენ, რომ გრიპის და გრიპისმაგვარი შემთხვევების რაოდენობა ჯამში 2024-2025 წლების სეზონზე თითქმის ერთი და იგივეა. ექიმები, ვირუსიდან გამოწვეული გართულებების თავიდან აცილების მიზნით, კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემენ.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. განმარტავენ, რომ შარშან იანვარშიც ვირუსების გავრცელების კუთხით მსგავსი ვითარება იყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

სპეციალისტების თქმით, ჯანდაცვის სისტემა გრიპის ვირუსის პიკური პერიოდისთვის მზად არის. რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში კი, შესაძლო გართულებები თავიდან იქნება აცილებული.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მაღალი ტემპერატურა და გართულებული სუნთქვა – საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, ბავშვები რისკჯგუფს მიეკუთვნებიან. 8 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მაღალი-ტემპერატურა-და-გა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi