100 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

100 წლის ასაკში აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა. კარტერი საკუთარ სახლში, ქალაქ ფლეინსში გარდაიცვალა.

ქვეყნის 39-ე პრეზიდენტი 1924 წლის პირველ ოქტომბერს ჯორჯიის შტატში, ქალაქ ფლეინსში დაიბადა. იგი ფერმის სახლში გაიზარდა.

მედია აღნიშნავს, რომ კარტერი ქვეყნის ისტორიაში პირველი იყო, რომელიც 1837 წლის შემდეგ ღრმა სამხრეთიდან აირჩიეს. კარტერის პოლიტიკური კარიერა 1962 წელს დაიწყო, როდესაც იგი ჯორჯიის შტატის სენატორად აირჩიეს. ის ასევე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანი და ჯორჯიის შტატის გუბერნატორი იყო.

კარტერის ადმინისტრაციის მიღწევებს შორისაა კემპ დევიდის შეთანხმება, ისრაელსა და ეგვიპტეს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. კარტერმა ასევე შექმნა განათლებისა და ენერგიის დეპარტამენტები. თუმცა, მოსახლეობა უკმაყოფილო იყო მისი ეკონომიკური პოლიტიკისა და აშშ-ირანის მძევლების კრიზისის გამო, რის შემდეგაც კარტერი მეორე ვადით აღარ აურჩევიათ.

- Advertisement -
Ad imageAd image

1981 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კარტერი რესპუბლიკელმა რონალდ რეიგანმა დაამარცხა. პრეზიდენტის ოფისის დატოვების შემდეგ, ის ორიენტირებული იყო საერთაშორისო ურთიერთობებსა და ადამიანის უფლებებზე, რის შემდეგაც 2002 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). 100 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა. 30 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/100-წლის-ასაკში-აშშ-ის-ყოფილი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi