„2025 წელს მინდა გისურვოთ ნამდვილი მშვიდობა, გამარჯვებულ საქართველოში გეცხოვროთ, ისეთში, რომლისთვისაც იბრძოდით და რომელიც აუცილებლად თავისუფალი იქნება“ – ნანკა კალატოზიშვილის საახალწლო მილოცვა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენელი, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, „ტვ პირველის“ გადაცემიდან „შუადღე“, საქართველოს მოსახლეობას დამდეგ 2025 წელს ულოცავენ.

ვიდეომიმართვაში 2024 წელს აჯამებს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და საზოგადოებას 2025 წელს მშვიდობას და გამარჯვებას უსურვებს:

„2024 წელი ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ქვეყნისთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ მძიმე წელი იყო, სავსე იყო ბრძოლებით და ძალიან ბევრი ნეგატიური მოვლენით, თუმცა 2024 წელი ძალიან მემახსოვრება და ყოველთვის განსაკუთრებული იქნება იმ ერთობით, რომელსაც სულ ველოდი და როგორც იქნა, ადამიანებში დავინახე.

სრულიად უცხო ადამიანებმა ერთმანეთი გავიცანით, თანამოაზრეები ვიყავით, ეს საზოგადოება ერთი დიდი ოჯახივით ჩამოყალიბდა, თითქოს ამ ქვეყანაში ახალი ერა იწყება, უნდა დაიწყოს და ეს მხოლოდ ჩვენზე, მოქალაქეებზეა დამოკიდებული.

- Advertisement -
Ad imageAd image

2024 წელს დავემშვიდობები ამ ერთობის სიყვარულით. 2025 წელს მინდა გისურვოთ ნამდვილი მშვიდობა და არა ფსევდო და, რაც მთავარია, გამარჯვება – გამარჯვებულ საქართველოში გეცხოვროთ, ისეთში, რომლისთვისაც იბრძოდით და რომელიც აუცილებლად თავისუფალი იქნება“, – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი ვიდეომიმართვაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „2025 წელს მინდა გისურვოთ ნამდვილი მშვიდობა, გამარჯვებულ საქართველოში გეცხოვროთ, ისეთში, რომლისთვისაც იბრძოდით და რომელიც აუცილებლად თავისუფალი იქნება“ – ნანკა კალატოზიშვილის საახალწლო მილოცვა. 30 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/2025-წელს-მინდა-გისურვოთ-ნამ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi