პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიონიუ-იორკის მეტროში ქალს ცეცხლი წაუკიდეს - ის ადგილზე დაიღუპა

ნიუ-იორკის მეტროში ქალს ცეცხლი წაუკიდეს – ის ადგილზე დაიღუპა

აშშ-ში, ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტროს მატარებლის ვაგონში, ქალს ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიციის კომისრის, ჯესიკა ტიშის განცხადებით, კვირას მომხდარი ინციდენტი “ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაულია, რომელიც შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანის წინააღმდეგ ჩაიდინოს”.

მისი თქმით, ქალი ბრუკლინში გაჩერებულ F მატარებელში იმყოფებოდა, როდესაც მამაკაცი მიუახლოვდა და მის ტანსაცმელს, სანთებლით, ცეცხლი წაუკიდა.

კომისრის თქმით, ბრალდებული მამაკაცი, საშუალო სკოლის სტუდენტების ჯგუფის მითითების შემდეგ, გვიან ღამით, მეტროში დააკავეს.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  წყალდიდობა პერუში - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი