„სულ ვფიქრობ, აქ რომ დავრჩენილიყავი, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი თუ არა…“ – ქართველი ემიგრანტის, სოხუმიდან დევნილი ნათია გვაზავას მძიმე ისტორია და ამერიკული ოცნება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გადაცემამ, „შენი დილა“ მაყურებელს რუბრიკაში „ემიგრანტის ხმა“, ქართველი ემიგრანტის, ნათია გვაზავას ისტორია გააცნო.

ჟურნალისტი ნათია გვაზავა ამბობს, რომ ის სოხუმში დაიბადა, თუმცა 12 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს.

ემიგრანტი იხსენებს, რომ მას სოხუმში თავისი სახლი არც კი უნახავს, რადგან ორი თვის იყო, როდესაც ომი დაიწყო, სწორედ ამ დროს დატოვა ოჯახმა საქართველო. ემიგრანტი ემოციურად იხსენებს მძიმე ისტორიას:

„საშინელი შიმშილობა იყო ომის დროს სოხუმში, ძლივს გადავრჩით, წავედით რუსეთში სადაც დედამ მუშაობა ნულიდან დაიწყო, რომ გადავრჩენილიყავით, შემდეგ უკან დავბრუნდით საქართველოში და ვცხოვრობდით რესპუბლიკური საავადმყოფოს პალატაში…

- Advertisement -
Ad imageAd image

12 წლის უკვე ამერიკაში წავედით, ეს გარდატეხა იყო…სულ ვფიქრობ, აქ რომ დავრჩენილიყავი, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი თუ არა…“ – ამბობს ემიგრანტი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „სულ ვფიქრობ, აქ რომ დავრჩენილიყავი, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი თუ არა…“ – ქართველი ემიგრანტის, სოხუმიდან დევნილი ნათია გვაზავას მძიმე ისტორია და ამერიკული ოცნება. 4 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სულ-ვფიქრობ-აქ-რომ-დავრჩ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi