პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიიურისტითუ ბინას მშენებარე კორპუსში ყიდულობთ, ეს რჩევები დაგჭირდებათ - ადვოკატის რეკომენდაციები

თუ ბინას მშენებარე კორპუსში ყიდულობთ, ეს რჩევები დაგჭირდებათ – ადვოკატის რეკომენდაციები

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დაუმთავრებელ კორპუსში ბინის შეძენისას – ამის შესახებ ცნობილი ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი საუბრობს:

“პირველ რიგში გადაამოწმეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი და დარწმუნდით, რომ ასაშენებელი ობიექტი ნამდვილად გამყიდველს ეკუთვნის. მიაქცით ყურადღება, როდის განახლდა ამონაწერი, რაც მოგცემთ საშუალებას, დაინახოთ, დღესათვის ვის საკუთრებას წარმოადგენს კონკრეტული ობიექტი. აქვს თუ არა ქონების გასხვისების უფლება, რა შეზღუდვები და ვალდებულებები გააჩნიათ. იმ შემთხვევაში, თუ გაშლაა გაკეთებულია, ესე იგი ასაშენებელი კორპუსი განაწილებულია ბინების მიხედვით, ამონაწერი განაახლეთ ტქვენი ბინის საკადასტრო კოდით. გაარკვიეთ, როგორ ფინანსდება და დაზღვეულია თუ არა მშნებლობა. დარწმუნდით, რომ მშნებებლობის ნებართვა შესაბამისი დროით არის გაცემული, მშენებლობა კანონიერია და სამშენებლო დარღვევების გამო შეჩერება არ ემუქრება.

არის ასეთი ვებგვერდი, tas.geდა თუ შეხვალთ მასზე, რუკაზე შეიყვანთ საკადასტრო კოდს და თავად ნახავთ ყველაფერს მშენებლობის შესახებ.გამყიდველი თუ იურიდიული პირია (მაგალითად, შპს), შეამოწმეთ ამ შპს-ს ამონაწერი. ნახეთ, ვინ არიან მეწილეები და რა მდგომარეობა აქვთ მათ. ამას მარტივად, სამეწარმეო საქმიანობის ვებგვერდიდან შეძლებთ.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ მშენებლობა პერსპექტიულია, დგება ხელშეკრულების გაფორმების დრო. ხელშეკრულება დაცვის მთავარი მექანიზმია და ამომწურავად უნდა პასუხობდეს თქვენსავე ინტერესებს. ყურადღება მიაქციეთ ყველა ნიუანსს, რადგან ეს შეიძლება გადამწყვეტი გახდეს დავის წარმოქმნის შემთხვევაში. მიზარშეწონილია, შესაძენი ობიექტის საფასური გადაიხადოთ გრაფიკის მიხედვით და ეს გრაფიკი მშენებლობის გრაფიკს დაუკავშიროთ. განსაზღვრეთ, რომ თანხის გადახდა განხორციელდეს მშენებლობის დინამიკიდან გამომდინარე. აშენების გრაფიკის დარღვევისა და შეუსრულებლი ვალდებულებებისათვის განსზღვრეთ ჯარიმა ან პირსაგამტეხლო.

და ბოლოს, თუ დარწმუნებული ხართ, რომ პირობებს თქვენვე არ დაარღვევთ, შეთანხმებაში მიუთითეთ, რომ დავის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საარბიტრაჟო სასამართლო, რათა დრო, რესურსი და რაც მთავარია, თქვენი ნერვები დაზოგოთ”, – ამბობს ვახტანგ მაჭავარიანი.

მასალის გამოყენების პირობები
  მინერალური წყალი - როდის და რატომ შეიძლება იყოს საშიში
მსგავსი პოსტები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გემრიელი, დაბალკალორიული და მარტივი – სცადე ეს ბოსტნეულის სალათა დღესვე!

გემრიელი, დაბალკალორიული და მარტივი – სცადე ეს ბოსტნეულის სალათა დღესვე!

მარტი 28, 2025
სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

მარტი 28, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

მარტი 28, 2025
,,ადამიანის სხეულის ხელოვნური ასლები – მედიცინის მომავალი თუ ეთიკური რისკი” — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

,,ადამიანის სხეულის ხელოვნური ასლები – მედიცინის მომავალი თუ ეთიკური რისკი” — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი