თავშესაფარში უგონო მდგომარეობაში მყოფი 70 წლის ქალი სასწრაფოს ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა თავშესაფარში მცხოვრები ქალი სიკვდილს გადაარჩინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, გვერდი – “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” წერს და ექიმებს მადლობას უხდის.

“თბილისის მე-13 ფილიალის 1601 ბრიგადამ გამოძახება მიიღო, თბილისის ერთ-ერთ თავშესაფარში გადაუდებელ დახმარებას ითხოვდნენ.

ადგილზე უსწრაფესად მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 70 წლამდე ქალბატონი უგონო მდგომარეობაში დახვდა. მომვლელის გადმოცემით, ქალბატონს საკვებს აწვდიდა რა დროსაც დაეწყო ხველა, დაკარგა გონება და დახმარება ვერ მოახერხეს.

პაციენტი იყო ციანოზური, გუგები მიდრირებუილი, სუნთქვა შეწყვეტილი.

- Advertisement -
Ad imageAd image

ექიმმა ნინო ზერეკიძემ პაციენტი მომენტალურად იატაკზე გადმოიყვანა და დაიწყო გფრ, პარალელურ რეჟიმში უმცროსი ექიმი ახორციელებდა მონიტორზე აყვანას გულის რითმის დასაფიქსირებლად.
პირველივე ციკლის შემდეგ პირის ღრუ კუჭის შიგთავსით გაივსო, მაშინვე განხორციელდა სანაცია და სუნთქვა აღდგა. ეკგ-ზე ეჭვი იქნა მიტანილი მიოკარდიუმის იშემიაზე. პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სპონტანური სუნთქვით და აღდგენილი გულისცემით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანა.

აღსანიშნავია ის ამბავიც, რომ ამჟამად პაციენტი კლინიკიდან გაწერილია და თავს კარგად გრძნობს.

გვეამაყება: ექიმი – ნინო ზერეკიძე, უმცროსი ექიმი – გურამ კაპანაძე, მძღოლი – ივანე გეჯაძე” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”, – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). თავშესაფარში უგონო მდგომარეობაში მყოფი 70 წლის ქალი სასწრაფოს ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს. 20 ნოემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/თავშესაფარში-უგონო-მდგომ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi