ოთხშაბათი, ნოემბერი 20, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„იყო პერიოდი, როცა ვიყავი უმუშევარიც და მშიერიც, ისევ და ისევ მეგობრების სიყვარულით...

„იყო პერიოდი, როცა ვიყავი უმუშევარიც და მშიერიც, ისევ და ისევ მეგობრების სიყვარულით გამქონდა თავი…“ – პანჩო

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი, ლევან მგალობლიშვილი, იგივე პანჩო.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან…

ბავშვობიდან მინდოდა სიმღერა, ბუბა კიკაბიძეს ვბაძავდი ხოლმე, არ მქონდა სმენა, მაგრამ იმდენად მინდოდა სიმღერა და ამაზე ვოცნებობდი, რომ უცბად ბედმა მარგუნა გიტარა, 7-სიმიანი გიტარა ჩამივარდა ხელში და აკორდები თავად ვიპოვე, სმენით ავაწყვე. რომ იცოდეთ, რამდენი სიმღერა მაქვს დაკარგული, ასე ექსპრომტად ნამღერი. პროფესიით მეტალურგი ვარ, მაგრამ უდიპლომო.

პირველი წარმატება…

ეს იყო, როცა პირველი სიმღერა ჩავწერე, „უბერავს ქარი“, კოტე ფალავანდიშვილმა რადიოში წაიღო, ხშირად ატრიალებდნენ და ერთ თვეში პირველ ადგილზე გავიდა. მე ამას ვერ აღვიქვამდი, როგორც ჩემს კარიერას, ეს არის ჩემი ჰობი, თუმცა ამასთან შემოსავლის ერთადერთი წყარო. იყო პერიოდი, როცა ვიყავი უმუშევარი და მშიერიც, ისევ და ისევ მეგობრების სიყვარულით გამქონდა თავი. ამიტომაა, რომ ერთად უნდა ვიყოთ. სითბოს უნდა ვგრძნობდეთ.

როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე, როგორც ვიცი, თქვენ ამ ურთიერთობას მალავდით…

მე არაფერს ვმალავდი, ჩემი მეუღლე მალავდა სახლში ამ ურთიერთობას. სამი წლის შემდეგ დავქორწინდით, უკვე 14 წელია, ერთად ვართ. ეს დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მივმხდარიყავი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვისთანაც სიბერის გატარება მსურდა.

როგორც ვიცი, წლების წინ ძალიან ემოციური ისტორია გადაგხდათ…

ჩემს შვილს მდუღარე წყალი გადაესხა და სერიოზული დამწვრობა მიიღო. რეანიმაციაში რომ შეიყვანეს, სანამ მე და ჩემი მეუღლე იქ ვიდექით, აგრეთვე დამწვრობა მიღებული ბავშვი გამოიყვანეს, მან მე მიცნო და მამამისს უთხრა, ჩემთვის ეთხოვა, რომ მისთვის სიმღერა, „ცაში ახედე“ მემღერა. იმავე დღეს წერილიც კი დამიწერა ამავე თხოვნით. მეც ავდექი, გიტარა მოვიტანე საავადმყოფოში და ყოველ დილით, 9 საათზე, ერთი თვის განმავლობაში ჩუმად ვუმღეროდი ხოლმე მას. მას შემდეგ გავიდა წლები, ზუგდიდში კონცერტი მქონდა და უეცრად მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, მას ნაცნობი თვალები ჰქონდა, თუმცა ვერ ვიხსენებდი, ვინ იყო. ის გადამეხვია და მითხრა, ვერ მიცანი? შენ ჩემი სიცოცხლე სიმღერით გადაარჩინეო. სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
3 საუკეთესო სამოგზაურო მარშრუტი ხორვატიის დასათვალიერებლად

3 საუკეთესო სამოგზაურო მარშრუტი ხორვატიის დასათვალიერებლად

19 November, 2024
თბილისში, ერთ-ერთ თავშესაფარში უგონო მდგომარეობაში მყოფი 70 წლის ქალი სასწრაფოს ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს

თბილისში, ერთ-ერთ თავშესაფარში უგონო მდგომარეობაში მყოფი 70 წლის ქალი სასწრაფოს ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს

ნოემბერი 20, 2024
საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის – კომფორტისა და სიმშვიდის შესაქმნელად

საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის – კომფორტისა და სიმშვიდის შესაქმნელად

ნოემბერი 20, 2024
როგორ მოვიშოროთ? – სახლში გაჩნდა ე.წ. ხის ჩრჩილი

როგორ მოვიშოროთ? – სახლში გაჩნდა ე.წ. ხის ჩრჩილი

ნოემბერი 20, 2024
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ბედნიერება – ბრძნული იგავი

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ბედნიერება – ბრძნული იგავი

18 ნოემბერი 2024
სად იწვიმებს და მოთოვს და სად შენარჩუნდება უნალექო ამინდი

სად იწვიმებს და მოთოვს და სად შენარჩუნდება უნალექო ამინდი

ნოემბერი 20, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
საუზმე მათთვის ვისაც გახდომა სურს

საუზმე მათთვის ვისაც გახდომა სურს

ნოემბერი 19, 2024
როდის მოვრთოთ ნაძვის ხე

როდის მოვრთოთ ნაძვის ხე

ნოემბერი 20, 2024
აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა – გამოწვევები და პერსპექტივები

აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა – გამოწვევები და პერსპექტივები

20 ნოემბერი 2024
დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე განახლდა

დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე განახლდა

ნოემბერი 20, 2024
Roamingo – ქართული სტარტაპი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

Roamingo – ქართული სტარტაპი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

ნოემბერი 20, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი