თბილისში, 80 წლის მუსიკის მასწავლებელი 7 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ სიუჟეტი „კურიერი p.s-მა“ მოამზადა.
კადრებში თანამშრომლები ამბობენ, რომ, ბოლო რამდენიმე დღეა, მასწავლებელი სამსახურში აღარ გამოჩენილა. ჰყვებიან, რომ მუსიკის დამსახურებულ პედაგოგს 7 წლის ბავშვი მშობლებმა რამდენიმე თვის წინ მიაბარეს, მოგვიანებით კი აღმოაჩინეს, რომ ხანდაზმული მუსიკოსი მცირეწლოვანზე სექსუალურად ძალადობდა.
7 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 80 წლის პედაგოგს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში, სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). თბილისში, 80 წლის მუსიკის მასწავლებელი 7 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 ნოემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-80-წლის-მუსიკის-მა/
