ვანო ფიფია წლების წინ გაიცნო საზოგადოებამ. პატარა ბიჭი კარდენახიდან, რომლის არაჩვეულებრივმა ხმამ, მაყურებელი გულგრილი არ დატოვა. მას პატარა ჰამლეტ გონაშვილსაც ეძახდნენ.
როგორ ცხოვრობს 12 წლის შემდეგ გაზრდილი ვანო კარდენახში, “რუსთავი 2″-ზე სტუმრობისას მოყვა.
“არ მიყვარს ჩემი თავის ყურება, სმენა კი, ასე თუ ისე. თუმცა მახარებს ის ფაქტი, რომ ხალხს ვუყვარვარ. ხალხის სიყვარულს დღემდე ვგრძნობ, რაც მახარებს. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება, რომ ხალხს ვუყვარვარ, ვაფასებ ყველა იმ ადამიანს, სრულიად საქართველოს ვინც შემიყვარა, ვინც გვერდში დამიდგა.
ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მას შემდეგ რაც დავამთავრე უნივერსიტეტი, ვისწავლე, ვარ აიტი პროგრამისტი, მაგრამ ჯერჯერობით ვარ სახლში, უმუშევარი. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, თუ არ ვიღიღინე არაფერი გამომდის, განწყობაში სიმღერა მეხმარება” – ამბობს ვანო.
მასალის გამოყენების პირობები