თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ილუმინაციები და კონსტრუქციები, საერთო ჯამში, 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა.

მანათობელი ბაგირები ჭავჭავაძის გამზირზე მონტაჟდება, სადაც მიმდინარე სამუშაო პროცესს შპს “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

“თბილისის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო განათებების მოწყობა. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი, განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისში დავიწყეთ და დეკემბრის დასაწყისში დასრულდება”, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

სამონტაჟო სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები ასრულებენ.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. 12 ნოემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-საახალწლო-განათ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi