სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიასტროლოგიაროგორ მოახდინოთ ენერგიის აღდგენა დამოუკიდებლად

როგორ მოახდინოთ ენერგიის აღდგენა დამოუკიდებლად

მარხვა, ასკეზა ან შიმშილი. მნიშვნელობა არა აქვს აქედან რომელს აირჩევთ, მთავარია შეცვალოთ კვების რეჟიმი, ხარისხიანი ჯანსაღი საკებით ჩაანაცვლოთ. დროებით გადადით ხილზე, დაუმუშავებელ (არა მოხარშვა, არა გაყინული ან არა გამომშრალი) ბოსტნეულზე, იკვებოთ მეტი პრანათი – სიცოცხლის ენერგია, ისუნთქვეთ სწორად (Youtube დაგეხმარებათ) და თუ თქვენ დაიწყებთ სხეულის მართებულად ავსებას არა მხოლოდ ფიზიკურით, არამედ ცნობიერების გაწმენდასაც მოახერხებთ – აზრებით, ემოციებით ყოველივე გამოიწვევს, ჯამში, ცხოვრების შეცვლას. უარის თქმა ხორცზე, კარტოფილზე, გაზიან სასმელებზე, ყავაზე ასევე, თეთრ შაქარზე – ეს იქნება ძალიან დიდი პროგრესი, თუნდაც ეს თავიდიან იყოს 5 დღე, 10 დღე ან 2 კვირა. თქვენ აშკარად შეიგრძნობთ ცვლილებეს ყველა დონეზე. ამ გზას მეც რამდენიმე თვეა შევუდექი და საკუთარი თავის შეცნობის გზაში ვარ ამ კონკრეტულ საკითხში. რასაც ამ ეტაპზე ვაცნობიერებ, არის რომ მივდივარ სწორად, მსურს მივყვე და ვენდო მოსულ მეტად თავისუფლების  შეგრძნებას და  სასიცოცხლო ენერგიის მატებას.

განთავისუფლდით წყენებისგან. ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს თქვენი სხეული წყენების და ბრაზის შესანახად. ამის შედეგად, ჩნდება ბლოკები და მოგვიანებით დაავადება, კერძოდ, ონკოლოგია. ის შედეგია – სხეულში წყენის და პრეტენზიის შენახვისა. განთავისუფლების მეთოდები არის სხვადასხვა –  წიგნების წაკითხვიდან (მაგ. კოლინ ტიპინგი „რადიკალური პატიება“; ლუიზე ჰეი, ლიზ ბურბო (განკურნების და განთავისფლების ჯადოსნური წიგნებია), ასევე აუდიო მედიტაციები (Youtube – ზე უამრავია) და დამთავრებული ჩვენს ცენტრში GT Evolution Center არსებული ფასიანი თუ უფასო მარათონებით ან ჩვენი გვირგვინოსანი ტრენინგით: 21 დღიანი ონლაინ მარათონით  #ზრდისფაქტორით. აქვე, გაგიმხელთ შესანიშნავ ტექნიკას და გამოიყენეთ – მისწერო წერილი მას, ვინც გაწყენინათ (აუცილებლად ხელით და ფურცელზე) მისწერეთ თამამდ, გაბედულად და ისე, როგორადაც არასდროს გისაუბრიათ, შემდეგ თქვენივე ხელით დაწერეთ პასუხი ამ ადამიანისგან – რისი გაგებაც გვინდა მისგან (არა ის, რასაც ის რეალურად იტყოდა) არამედ, როგორ მოიხდიდა ის ბოდიშს. გადაიკითხეთ და დაწვით. აუცილებლად მიისწერთ თითო-თითო წერილი მშობლებს, ყოფილს, უფროსს და ყველას ვისთანაც მოგინდებათ.

გაასუფთავეთ სახლი მძიმე ენერგიებისგან. სახლი, ისევე როგორც ტანსაცმელი ზეგავლენას ახდენს თქვენს ენერგეტიკაზე.

განთავისუფლდით წარსული სექსუალური ურთიერთობებისგან. თუ რასაკვირველია გყავდათ ერთზე მეტი პარტნიორი ცხოვრებაში, მსგავსი გაწმენდა ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. ხდება ისე, რომ ენერგეტიკა აუცილებლად გასაწმენდია იმ დროსაც, თუ ადგილი არ ქონდა პარტნიორთან ინტიმურ უღთიერთობას – ძალიან ძლიერია ასეთ დროს ემოციური ბმა, როელიც წლობით გრძელდება და განშორების მერეც, მათკენ ხდება თქვენი სიცოცხლო ენერგიის გადინება მათ სასარგებლოდ და თქვენს დასანგრევად, ასე, რომ მოერიდეთ მომავალში შემთხვევით, გაუცნობიერელ სექსს და თუ მაინც იყო მსგავსი, აუცილებლად მოახდინეთ ენერგეტიკულ დონეზე გაწმენდა – გადაჭრა, გაშვება, განთავისფლება, გაკვეთილის აღება და სასიცოცხლო ძალებით ავსება.

იმუშავეთ საკუთაერ თავზე, ყოველდღიურად მიიღეთ ახალი შთამაგონებელი ინფორმაციები ჩემი ბლოგიდან, სოციალური გვერდებიდან, youtube  არხიდან  ან სხვა წყაროებიდან, მერე განახორციელეთ პრაქტიკაში მიიღეთ გამოცდილება. და გექნებათ მშვიდი და ბედნიერი ყოფა. ამას უამრავი ყოველდღიური უკუკავშირი მოწმობს.

დღეს, ამ ეპოქაში თავისუფლად შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაციები, თქვენს ცხოვრებაში არსებულ თქვენს კონკრეტულ პრობლემაზე და იპოვოთ მისგან გამოსავალი დამოუკიდებლადაც. ამას სჭირდება თქვენი გარკვეული რესურსების დახარჯვა.

მაგრამ  თუ პროფესიონალს მიმართავთ რომელმაც უნდა დახარჯოს საკუთარი რესურსი, მოგიწევთ, სამყაროს კანონის შესაბამისად იმოქმედოთ – ბალანსისთვის თქვენი სარგებელისთვის – გაცემა, დაღება, გადახდა….

ასე, რომ თავად აირჩიეთ :

ან დამოუკიდებლად ივლით ამ გზაზე და შედეგზე გასვლა რთულია მაგრამ, სრულებით შესაძლებელია

ან დაიწყებთ,

21 დღიან ონლაინ ტრენინგით #ზრდისფაქტორი  პირველი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც  სულ მალე ახალსეზონს გასნის  https://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/ და რომლის დახმარებითაც შეაბიჯებთ საოცარ, საკუთარი თავის შეცნობის შინაგან სამყაროში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი