თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“ჯენზი” რატომ არ მოდის აქციაზეო.
“ჯენზიკოებიო”და ჯენზი აქციაზე კი არა, პოლიტიკაში იყო შემოსული და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ულამაზესი სისტემაც ააწყო.
მაგრამ გიგი წერეთელმა და კაკო ბობოხიძემ არჩევნებამდე 3 თვით ადრე გაუყალბეს – ყველა მეთოდით, რაც ქოცებმა გამოიყენეს, გარდა ახალი ტექნოლოგიებისა.
კორუმპირებულმა ბერიკაცებმა “ჯენზი” იმ არჩევანის წინაშე დააყენეს, რომ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ან შიდაპარტიული ბრძოლა უნდა გაემართათ ამ გამყალბებელ დინოზავრებთან, ან არჩევნებს გამოთიშვოდნენ.
ბრეხტის გზით წავედით და არ ვიჭიდავეთ – გავეცალეთ.
არცერთმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ყური არ შეიბერტყა.
ახლა ეგ გამყალბებლები და ამ გაყალბებაზე თვალის დამხუჭავები დასძახიან ჯენზის, აქციაზე გამოდით გაყალბება გააპროტესტეთო.
და ჩემზე ბრაზობენ მუხტს გვიგდებსო.
მოაშორეთ თქვე ქაჯებო ეს ლუზერი გამყალბებელი გიგი წერეთელი ახალგაზრდების თვალსაწიერიდან.
პ.ს. “ჯენზიკოებს” ვინც იძახით, მგონია სექსის დროსაც ენას იჩლექთ და მზარავს.”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
მასალის გამოყენების პირობები