მწერალი, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი – ნოდარ მაჭარაშვილი გადაცემაში “ნოესთან” მის ცხოვრებაში მომხდარ ტრაგედიას იხსენებს, რის გამოც ციხეში 5 წელი გაატარა:
– გუდაურში წავედით. მოთხილამურეების სპორტულ შეკრებაზე ჩავწერე. საღამოს მეგობართან ერთად ვიყავი. ჩემი მეგობარი 15 წლის იყო, მე, დაახლოებით, 18-ის. კიდევ ერთი მეგობრის საძებნელად წავედით. რომ მივედით, სასტუმრო დაკეტილი დაგვხვდა. ამიტომ, ჩემს მეგობარს დაბლიდან ვეძახდი. იქიდან ვიღაც კაცმა გადმომხედა… 18-ის ვიყავი და ახლა ძალიან ვნანობ იმიტომ, რომ ახლა ასეთი რამ რომ მოხდეს, თავის არიდებას მარტივად შევძლებ… ის კაცი ბეისბოლის ჯოხით ჩამოვარდა. ჯერ ჩემს მეგობარს დაარტყა, მერე ჩემკენ წამოვიდა და ფეხში დავჭერი… იქ მაშინ საავადმყოფო არ იყო, რომ მიეხედათ. ჯერ გუდაურის სასტუმროში ჩაიყვანეს, იქ 1-2 საათი ექიმები უტრიალებდნენ და 2 საათის მერე თქვეს, რომ ვერ უშველიდნენ და თბილისში უნდა წაეყვანათ. სანამ თბილისში ჩაიყვანეს, 4 საათი გავიდა და სისხლისგან დაიცალა. ასეთი ტრაგედია მოხდა. რა თქმა უნდა, მკვლელობა განზრახული არ მქონდა. გადამეტებული თავდაცვის მუხლით გამასამართლეს და 5 წელი მომცეს. როდესაც გავიგე, რომ გარდაიცვალა, შოკი ვიგრძენი. მეგონა, სიზმარში ვიყავი. შოკი იყო… მაშინ ის პერიოდი იყო, პოლიციაში ადამიანებს სცემდნენ და აწამებდნენ. 2003 წელი იყო. 18 წლის ბიჭს ღმერთი დამეხმარა, რომ რაღაცნაირად მაინც მეჭირა თავი. შოკი იყო და მერე სინანული, რომელიც დღემდე მომყვება. ღამე არ გადის, რომ მაგ ადამიანზე არ ვილოცო. უბედური შემთხვევა იყო…
მასალის გამოყენების პირობები