შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოდიდ ბრიტანეთში კატამ სახლში ლატარიის მომგებიანი ბილეთი მიიტანა

დიდ ბრიტანეთში კატამ სახლში ლატარიის მომგებიანი ბილეთი მიიტანა

დიდ ბრიტანეთში კატამ, სახელად მანკი პატრონი უჩვეულო სიურპრიზით გააკვირვა – მან სახლში ლატარიის ბილეთები მიიტანა.

ცხოველის პატრონმა, მეგან კრისტიანმა ეს მომენტი ვიდეოზე აღბეჭდა და TikTok-ზე გამოაქვეყნა.

კადრებზე ჩანს, რომ მანკი ქუჩიდან სახლის ფანჯრისკენ მორბის, კბილებში კი გამოუყენებელი ბილეთი უჭირავს. როდესაც მეგანმა ბილეთზე დატანილი დამცავი ფენა გადაფხიკა, აღმოჩნდა, რომ მან 10 გირვანქა სტერლინგი მოიგო. ქალი ამბობს, რომ თანხას „რამე სასიამოვნოზე“ დახარჯავს.

ამასთან, მეგანი იხსენებს, რომ მანკის მსგავსი საჩუქრები ხშირად მოაქვს – ნახევარი წლის წინ კატამ სახლში ლურსმნები მიიტანა, მოგვიანებით კი ბავშვის სატყუარა.

  მსოფლიოს ყველაზე ძველ კონიაკად 1696 წელს დამზადებული სასმელი აღიარეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი