MMA-ის სპორტსმენებს, ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, რომლებმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის ტიტულები მოუტანეს, საქართველოს მთავრობა ჯილდოს სახით ბიუჯეტიდან მილიონ ლარს გადაუხდის.
Essentiallysports-ის მონაცემების მიხედვით, ილია თოფურიას ქონება დაახლოებით ერთ მილიონ დოლარს შეადგენს. გამოცემა წერს, რომ თოფურიას საბაზისო ანაზღაურება მოგებული ბრძოლისთვის 80 ათასი დოლარია. ამას გამარჯვების შემდეგ ემატება ბონუსები.
UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). რა ქონებას ფლობენ ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი. 2 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-ქონებას-ფლობენ-ილია-თო/
