პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიგაიცანით გიორგი ზარქუა, რომელიც ამტკიცებს რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს

გაიცანით გიორგი ზარქუა, რომელიც ამტკიცებს რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს

„არასდროს არ დანებდეთ, იყავით „კრეატიულები“ [შემოქმედებითები], ნებისმიერ ადგილას, სადაც თქვენი უფლებები მცირედიც მაინც იზღუდება, გაიტანეთ თქვენი და ეცადეთ, რომ მაქსიმალურად შრომისმოყვარეები იყოთ, რადგან შრომას მოაქვს შედეგი“, – ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, გიორგი ზარქუა, რომელიც საგამოცდო შედეგებისა და მისი მიზნების შესახებ საუბრობს.

აღსანიშნავი კი გიორგის ამბავსა და მის მიზანდასახულობაში ისაა, რომ ახალგაზრდა შშმ პირია და არც ერთი კიდური არ აქვს და გარდა იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, აგრეთვე აქვს წარმატებული სპორტული კარიერა, რამაც ჰოლანდიაში ვერცხლის მედალი მოაპოვებინა.

გიორგი ზარქუა „მთავარ არხთან“ ჰყვება ამბავს, თუ რატომ აირჩია ჟურნალისტიკა და როგორ მივიდა გამოცდების გასავლელ გზამდე.

„ეს არის ჩემი ბოლო ბრძოლა, ჩემი სპორტული კარიერიდან ჰოლანდიაში, სადაც ვერცხლის მედალი ავიღე. ცოტა ისე ვერ წამივიდა ბრძოლა, მაგრამ მაშინაც უკვე ვიაზრებდი, რომ ნელ-ნელა პაუზას ვიღებდი სპორტში, იმიტომ რომ სწავლაზე უნდა გადმოვრთულიყავი.

გადმოვერთე სწავლაზე და ახლა, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ბევრად უფრო გადატვირთული ვიქნები, მაინც ვახერხებ, რომ ნელ-ნელა სპორტულ კარიერას დავუბრუნდე“, – ამბობს გიორგი.

როგორ ჩააბარა ეროვნული გამოცდები

„მე ვარ გიორგი ზარქუა, ჩავაბარე ეროვნული გამოცდები, თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ფაქტობრივად, გამოდის, რომ 12-13-14 წლის ასაკიდან ჩაფიქრებული მიზანია, რომლის ასრულებაც ასე მარტივად არასდროს წარმომედგინა, იმიტომ, რომ მაინც ჩემთვის, ეროვნული გამოცდები ბევრად უფრო დიდ სირთულესთან ასოცირდებოდა, ვიდრე ეს ყველაფერი ასე აღმოჩნდა.

იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში შშმ პირებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რაღაც ბიუროკრატიულად არის გართულებული და პარალელურად შიში მქონდა, რამდენად მიმიღებდა Naec [შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი] ან კიდევ ნებისმიერი ასეთი, საუნივერსიტეტო ორგანო უნივერსიტეტში სასწავლებლად.

  შავთელის ქუჩა — თბილისი, სადაც ყოველ ნაბიჯზე ისტორიაა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი