დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები –
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეზღუდვა შეეხება მცხეთის რაიონის სოფლებსა და ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ უბანს.
უფრო კონკრეტულად 10: -იდან 18: საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში შოთაძის და მშვიდობის ქუჩებზე; ასევე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში წოდორეთში, ლისზე, და თხინვალაში,
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“
****
საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციის ჩინეთის ქალაქ სიანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების მონაწილეობით ოთხ-მხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
შეხვედრაზე მხარეებმა ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის სამუშაო შეხვედრებში პირველად მიიღო მონაწილეობა ჩინეთის რკინიგზის კორპორაციის ხელმძღვანელობამ, რაც კიდევ უფრო გაზრდის მარშრუტის განვითარების შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს ტვირთის მოცულობის ზრდას, ამავდროულად უზრუნველყოფს ტვირთის სტაბილურ ნაკადს და გააძლიერებს დერეფნის სატრანზიტო პოტენციალს.
****
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს და პრეზენტაციას 300 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ.
ქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპას-ქუა დაესწრო.
****
ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზ-ბოლას“ 75-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანის სამხრეთში „ჰეზ-ბოლას“ იარაღის საცავებს, სარაკეტო გამშვებ პუნქტებსა და ინფრასტრუქტურას დაარტყეს.
ცნობისთვის, აშშ-მა და მოკავშირეებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისინი მხარეებს ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
****
დღის ამბები –
26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დოკუმენტი კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ხელს უწყობს არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას.
****
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.
“მქონდა ბედნიერება დღეს შევხვედროდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს. დასალოცად ვეწვიე მის უწმინდესობას, გავაცანი ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები და ამასთან საჩუქრად გადავეცი საგანგებოდ პირადად მისთვის სოხუმიდან ჩამოტანილი კვიპაროსის ნერგი.-
მისმა უწმინდესობამ დამლოცა და წარმატებები მისურვა”, – წერს ლევან მგალობლიშვილი.
****
2024 წლის 25 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს კრის ალანს და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდნენ.
სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობით, სახალხო დამცველის როლით არჩევნების სამართლიანად და ადამიანის უფლებების დაცვით წარმართვის პროცესში და მედიის თავისუფლებისა და უფლებადაცვითი საქმიანობის უსაფრთხოების ხარისხით.
****
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან – იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, პოლიციის აკადემიაში ძიუდოს შიდა ტურნირს დაესწრო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ტურნირს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
ძიუდოს შიდა ტურნირში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის 170-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
****
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისა და უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერობისთვის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენებასა და შესაბამისი გადაწყვეტილების რაც შეიძლება მალე განსახორციელებლად საჭირო ნაბიჯებზე.
****
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრ ლან ფუანს შეხვდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ლაშა ხუციშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარების მიმართულებით.
****
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ „განათლება დასაქმებისთვის“, მეორე ფაზის განხორციელება წარმატებით დაასრულა და დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, დასაქმების, უნარების განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, პროგრამის არსებითი წვლილი და ხელშესახები შედეგები შეაჯამა,
მათივე განმარტებით, 2019 წელს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა დაწყებულმა პროგრამამ – „განათლება დასაქმებისთვის“, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და გლობალურ დონეზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.
****
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ისეთ ქვეყნებშიც იხსნება, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა.
****
2024 წლის სექტემბერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია – ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში იმყოფებოდა. ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიწვეული იყვნენ აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტში რომელიც აშშ-ის ყველაზე დიდ ბიოსამედიცინო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია.
****
თბილისი მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 40 ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარი უკვე ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, ღონისძიებაზე ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები არიან წარმოდგენილები. 27 სექტემბერს კი გაიმართება სადისკუსიო პანელები.
****
ქვეყანაში ცოფის დაავადების გამოვლინება ძალიან შემცირდა, დაახლოებით 70%-ით – მიმდინარე წელს 2 შემთხვევით შემოვიფარგლეთ, – ამის შესახებ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილემ, ზვიად ასანიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2011 წლამდე თუ ცოფის ათეულობით შემთხვევა იყო, 2011 წლიდან ერთეულ შემთხვევებს არ აღემატება.
****
„გასულ წელს ქვეყანაში თურქეთიდან კვერცხი ისეთი რაოდენობით შემოდიოდა, რომ იმპორტიორებს გაყიდვა უჭირდათ. ამის ფონზე ადგილზე წარმოება შევამცირეთ, რომ პროდუქტი არ გაგვფუჭებოდა “,- ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმპორტის შარშანდელი მაჩვენებლები ადგილობრივი მეწარმეებისთვის დიდი გამოწვევა იყო, წელს კი სიტუაცია დასტაბილურდა და იმპორტი ჩვეულ მონაცემებს დაუბრუნდა.
****
2024 წლის 25 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს ოფიციალურად გადასცა ნოტა ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ კონგში და დაყონ რეგიონში 30 დღე.
****
მაღალი ტემპით მიმდინარეობს ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის მონახულების შემდეგ განაცხადა.აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში, 5 ახალი ხიდი და 368 მეტრის სიგრძის გვირაბი შენდება, რომელიც უკვე გაჭრილია.
ამ გზის მშენებლობის შედეგად, აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი, რაც კურორტების ეკოსისტემის დაცვას და მისი ახალი განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები