სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიასტროლოგიაროგორ ავიცილოთ თავიდან არახელსაყრელი დღეების გავლენა ოქტომბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

როგორ ავიცილოთ თავიდან არახელსაყრელი დღეების გავლენა ოქტომბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ოქტომბერი სავსე იქნება ასტროლოგიური მოვლენებით, რომლებიც შესამჩნევ გავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და განსაზღვრავს ამ თვის ხელსაყრელ და არახელსაყრელ დღეებს. მთვარის ფაზებიდან გამომდინარე, ადამიანებმა დიდი ხანია შეადგინეს მთვარის კალენდარი, რომლის წყალობითაც ახერხებენ თავიანთი საქმეების დაგეგმვას და თავიდან იცილებენ არახელსაყრელი დღეების გავლენას.

რომელი დღეებია ხელსაყრელი

ოქტომბერი იწყება მზარდი მთვარის ფაზაში, რომელიც მშვილდოსნის ნიშანშია. მზარდი მთვარის პერიოდი ხელსაყრელია მრავალი წამოწყებისთვის, ის უზრუნველყოფს ემოციურ ამაღლებას, მუხტავს პოზიტიური ენერგიით და ეხმარება ურთულესი ამოცანების გადაჭრაში. ეს შესანიშნავი დროა ნებისმიერი კრეატიული იდეის განსახორციელებლად.

მთვარე ძალას მოიმატებს სავსემთვარეობამდე, რომელიც მოსალოდნელია 9 ოქტომბერს.

10-დან 24 ოქტომბრამდე ჩვენი ღამის ციური სხეული კლების ფაზაში იქნება. კარგი პერიოდია ძველი საქმეების დასასრულებლად და ახლის მოსინჯვისთვის. ასევე, კლებადი მთვარის პერიოდი ხელსაყრელია საკუთარი შეცდომების ანალიზისა და გამოსწორებისთვის. გარდა ამისა, ეს საუკეთესო პერიოდია დასვენებისთვის.

ახალი მთვარის შემდეგ, რომელიც 25 ოქტომბერს იქნება, მზარდი მთვარის პერიოდი კვლავ დაიწყება.

ყველაზე ხელსაყრელი დღეები მზარდი და კლებადი მთვარის ფაზაში იქნება:

მოგზაურობისთვის – 3, 4, 5, 6, 10, 16, 17, 19, 25, 27, 28, 29, 31 ოქტომბერი;
ქორწილებისთვის – 1, 2, 5, 7, 8, 28 ოქტომბერი;
ექიმთან და სტომატოლოგთან ვიზიტისთვის – 1, 5, 6, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 27, 28, 29 ოქტომბერი;
ქირურგიული ოპერაციებისთვის – 7, 10, 17, 18, 22, 24, 27, 29, 30 ოქტომბერი
კოსმეტიკური პროცედურებისა და მანიკიურისთვის – 2, 3, 4, 11, 12, 21, 22, 30, 31 ოქტომბერი.
მთვარის კალენდრის რეკომენდაციების დაცვით, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ მრავალი პრობლემა და წარმართოთ თქვენი ცხოვრება პოზიტიური მიმართულებით.

რა არახელსაყრელი დღეებია მოსალოდნელი ოქტომბერში და რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეებში?

ყოველი თვის ყველაზე არახელსაყრელ დღეებად ითვლება სავსე მთვარე და ახალი მთვარე, ცალკეული შეზღუდვები არსებობს პირველი კვარტლისა და მესამე კვარტალის ფაზებში. ამ დღეებში უმჯობესია თავი აარიდოთ საქმიანობებს და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას.

ამ თვეში სავსე მთვარე იქნება 9 ოქტომბერს. მთვარე ამ პერიოდში ვერძის ნიშანში იქნება, რამაც შესაძლოა, გარკვეული საკითხების გადაწყვეტის დაჩქარება გიბიძგოთ. ეს არ უნდა გააკეთოთ, რადგან კარგი არაფერი გამოვა. უმჯობესია ეს დღე დასვენებას დაუთმოთ.

ოქტომბერში ახალი მთვარე მოსალოდნელია 25-ში, როცა მთვარე მორიელის ნიშანში იქნება. რთული დღეა, რომლის ენერგიაც საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებისკენ გიბიძგებთ, თუმცა უმჯობესია ყველაფერი მეორე დღისთვის გადადოთ.

საშიში დღეებია, აგრეთვე, მთვარის და მზის დაბნელების დღეები, პლანეტების რეტროგრადული მოძრაობის პერიოდი, რომლის დროსაც ნებისმიერი აქტივობა უნდა შეიზღუდოს. 25 ოქტომბერს მორიელში მზის ნაწილობრივი დაბნელება იქნება, რის შემდეგაც დაბნელების დერეფანში შევალთ. ეს არის ეგრეთ წოდებული კარმული დერეფნის პერიოდი, რომელიც გვიხსნის შესაძლებლობას, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი