სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო "პოზიტივის" დღის ამბები 24 სექტემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 სექტემბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები -თბილისში გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

09:00 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში.

11:00 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთაში.

11:30 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში.

კომპანიის განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

****

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 140 ტონა ყურძენი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 50-ზე მეტი ღვინის კერძო კომპანია იქნება ჩართული.

****

სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ. 700-ზე მეტი სტომატოლოგი ფასის სავარაუდო მატებას იმ რეგულაციებს უკავშირებს, რომლის ამოქმედებაც 1-ელი იანვრიდანაა დაგეგმილი. რეგულაცია სტომატოლოგების უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვას და ტრენინგებზე დასწრებას გულისხმობს.

სტომატოლოგები  მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოთხოვნა ამ ეტაპზე რთულად მისაღწევი აღმოჩნდა დამწყები და რეგიონში მცხოვრები სტომატოლოგებისათვის.

****

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის რიგით მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ტყეების პათოლოგიური მდგომარეობისა და ტყის მართვის ორგანოების მიერ შემუშავებული რეაგირების მეთოდები განიხილეს.

****

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უინსტონ პიტერსმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

მისი განმარტებით, ახალი სანქციები მიმართულია ხუთი კერძო პირისა და ექვსი ორგანიზაციის წინააღმდეგ.

ამასთან, ახალი ზელანდიის ხელისუფლებას ჯერ არ განუახლებია იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სია, რომელთა მიმართაც დაწესებული ზომები

****

2024 წლის 27 სექტემბერს, საქართველო პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემაა „ტურიზმი და მშვიდობა.“

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე.

****

საუდის არაბეთის სამეფომ წელს 94-ე ეროვნული დღე აღნიშნა.

აღნიშნულ მიღებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს ოფიციალური პირები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საელჩო 2018 წელს გაიხსნა და სამეფოს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით მიღებას ყოველ წელს მართავს.

****

საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც. ზოგ შემთხვევაში დაავადება აცრილ ადამიანებშიც გვხვდება, თუმცა მათ სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დროულად დაწყებული სპეციფიკური ანტიბიოტიკო  თერაპია სიმპტომების ინტენსივობას ამცირებს, თუმცა ხველის „შეჩერება“ მედიკამენტებით შეუძლებელია.

****

აშშ-ის უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ვიდრე ვფიქრობთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, „გამარჯვების გეგმა“ უკრაინის გაძლიერებაა.

„ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მოკავშირეებს, გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კურსკის ოპერაციის ეშინია.

****

8 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვა.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტარების წინაშე მოხსენებით – „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში“ წარდგება.

****

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და გაერთიანებული სამეფოს ცენტრალურ ბანკს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა შედგა.

****

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, პროფესიული გადამზადების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროების ოჯახის წევრებს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე და სხვა პირები შეხვდნენ.

****

საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გლობალური ტურიზმის ყურადღების ცენტრში იქნება.

****

ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნაჯიბ მიქატიმ გაერო-ს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს.

მიქატიმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ისრაელი ლიბანის სოფლებისა და ქალაქების განადგურებას გეგმავს და მან გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გავლენიან ქვეყნებს ჩარევა სთხოვა.

****

თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება.

მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

საქართველო საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცევა. ჩვენი ქვეყნიდან მსოფლიოს გავუგზავნით გზავნილს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას ტურიზმის განვითარებისთვის და მოგზაურებისთვის“,-აცხადებს მაია ომიაძე.

****

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავიანთ დამოუკიდებლობას არ შესწირავენ, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს  საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.

მისი თქმით, თბილისი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე.

კონსტანტინ ზატულინის მტკიცებით, თბილისს არ უნდა ჰქონდეს აფხაზებისა და ოსების ქართველებთან „გაერთიანებისთვის“ მზადყოფნის იმედი.

****

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელებს ყველა პროცედურას, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა, დაინტერესებული მხარეები ამ საკითხით მანიპულირებენ და ამომრჩეველი შეჰყავთ შეცდომაში, – ამის შესახებ ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი.

ცესკო-ს განცხადებით, სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ დისკრედიტაციულ კამპანიაში ჩართულია პრეზიდენტის ინსტიტუტიც.

****

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კურორტ აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.

პარკს, რომელსაც ადგილობრივები, ისტორიულად, “როშას პარკით” იხსენიებენ, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა

დასკვნით ფაზაშია აბასთუმნის ავტოსადგომის მშენებლობაც.

****

დღეს დილით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 65-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით „ჰეზბოლას“ მიერ ჰაიფას მიმართულებით გაშვებული 10 რაკეტიდან რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.

****

„ცოცხალი ღორის იმპორტი ყოველწლიურად იზრდება, ეს განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში ღორის ხორცზე მოთხოვნა მზარდია“, – ამის შესახებ “მეღორე ფერმერთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ლაშა მორჩილაძემ განაცხადა.

როგორც იგი აღნიშნავს, მოთხოვნა გაზრდილია როგორც სუპერმარკეტებში, ასევე პირად მოხმარებასა და წარმოების კუთხით.

თუმცა, მიუხედავად გაზრდილი იმპორტისა, ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ღორი იმპორტულს აჭარბებს.

 

უფრო კონკრეტულად, ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ღორის 55% ადგილობრივი წარმოების იყო, დანარჩენი კი შემოტანილი.

****

სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა.

2024 წლის 8 თვეში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 118 მილიონ ლარამდე  შევიდა.

ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს და აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს.

****

მიმდინარე წლის 5-22 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფი“, ,,ლაგოდეხი“ და ,,ვალე“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე  სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 14 240 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

****

საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვე 64.6 კაცია 1 კვ. კმ-ზე. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები, რომელიც 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს.

შედარებისთვის, 2023 წელს მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ.-ზე 65.3 კაცი იყო;

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი თბილისია.

****

2025 წლიდან შვედეთში მოსახლეობას ტექსტილის ძველი ნაწარმის სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად გადაყრა აღარ შეეძლებათ.

როგორც „ევროპულსი“ წერს, ძველი ტანსაცმელი, წინდები, თეთრეული და პირსახოცები ცალკე კონტეინერში უნდა განთავსდეს და გადასამუშავებლად გაიგზავნოს.

თავდაპირველად, ტექსტილის ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავებაზე პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალიტეტები.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი