“გეშინოდეს საკუთარი სურვილების, გეშინოდეს საკუთარი აზრების” – სურვილების ხე

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ტყუილად ხომ არ უთქვამთ: “გეშინოდეს საკუთარი სურვილების, გეშინოდეს საკუთარი აზრებისო”. ის, რაც ცნობიერებაშია, – რეალობაში ვლინდება… რაც დამაჯერებლადაა ნაჩვენები, სურვილის ხის შესახებ იგავში.

დაღლილი მოგზაური ტყეში მიდიოდა და დაიკარგა. მას სწყუროდა და მშიერი იყო. თან უცხო გარემოში ძალიან ეშინოდა. ლოცვა დაიწყო და ზეცას დახმარება სთხოვა…

უეცრად, შორი–ახლოს უჩვეულო ხე დაინახა, რომელსაც ოქროს ღერი და ფოთლები ჰქონდა. როგორც კი კაცი ამ ხის ჩრდილში მოხვდა, მისი სურვილების ასრულება, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, დაიწყო. მოგზაური დაღლილი იყო, დაწვა ხის ძირში და დაიძინა. ხოლო, როდესაც გაიღვიძა, შიმშილი იგრძნო და გაიფიქრა:

— ძალიან მშია. ნეტა, სადმე ცოტა საჭმელ–სანოვაგე მაშოვნინა… და მაშინვე, არსაიდან, საჭმელი გაჩნდა – პირდაპირ ჰაერიდან მოცურდა. თან, ყველაფერი, ძალიან გემრიელი იყო. მამაკაცს ისე შიოდა, რომ იმაზე არ დაფიქრებულა, თუ საიდან გაჩნდა საჭმელი. ის მაშინვე, “მორთმეულ” კერძებს შეექცა და კარგადაც დანაყრდა…

- Advertisement -
Ad imageAd image

საკვების მიღების შემდეგ, მას მოსწყურდა:

— რამე დასალევი რომ მქონდეს, კარგი იქნებოდა – გაიფიქრა მან.

და უეცრად, ღვინით სავსე ბოთლი გაჩნდა. იწვა ხის ჩრდილში კაცი, სვამდა ღვინოს და სამოთხის გრილი ნიავის ფონზე, მან გაოცება დაიწყო:

— ეს რა ხდება? იქნებ, მძინავს? ან იქნებ, აქ მოჩვენებები არიან, რომლებიც მეხუმრებიან?

და მოჩვენებებიც გამოჩნდნენ… ისინი საშინლები, სასტიკნი და ამაზრზენი იყვნენ – სწორედ ისეთები, როგორიც მას წარმოედგინა.

- Advertisement -
Ad imageAd image

კაცი აკანკალდა და გაიფიქრა:

— ახლა ისინი, აუცილებლად მომკლავენ.

და მათ ის მოკლეს…

მორალი კი ასეთია:

I. როგორ სამყაროს ვუყურებთ — ის იმავენაირად პასუხობს

რასაც ველით და რისი დანახვაც გვინდა — სწორედ იმას ვხედავთ. ჩვენ მასში ვცხოვრობთ და ჩვენი გარემოც ის არის.

II. რაც ჩვენს ცნობიერებაშია — ის არის ჩვენს რეალობაში

ადამიანი საკუთარ თავს თავადვე აპროგრამებს. ის თავად ქმნის, საკუთარ ბედნიერებას და უბედურებასაც. ყველაფერი კი აზრებიდან, გონებიდან მოდის.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). “გეშინოდეს საკუთარი სურვილების, გეშინოდეს საკუთარი აზრების” – სურვილების ხე. 20 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/გეშინოდეს-საკუთარი-სურვ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi