სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიქალმა ორი ადამიანი მოკლა ფულის მითვისების მიზნით - სასტიკი დანაშაული, რომლისთვისაც ბრალდებულს...

ქალმა ორი ადამიანი მოკლა ფულის მითვისების მიზნით – სასტიკი დანაშაული, რომლისთვისაც ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

დიდი ოდენობის თანხის მოპარვა და ორი ადამიანის მკვლელობა – დანაშაულებრივი საქმე, რომელიც ქართველმა გამომძიებელმა წარმატებით გახსნა 1971 წელს მოხდა. ამ საქმის შესახებ ჟურნალი „თბილისელები“ წერს, რომლის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ. სტატიაში მოქმედი პირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია…

გამქრალი ფული

1971 წლის 4 აპრილს მოსკოვის ¹2 შემნახველი სალაროს მოლარე ოლგა პეტროვა რომ სამსახურში მივიდა, უზარმაზარი ორსაკეტიანი, ცეცხლგამძლე სეიფის კარი ღია დახვდა. თაროები კი – დაცარიელებული. პეტროვამ მაშინვე მილიციაში დარეკა. ოპერატიული ჯგუფი ადგილზე მალევე გამოცხადდა. მილიციას, რომ იტყვიან, „კუდში“ მოჰყვა სალაროს მმართველი, 29 წლის კლავდია გრიაზნოვა. დილის 10 საათისთვის სალაროს მთელი პერსონალი შეიკრიბა, მოლარე ალა პოტაპოვას გარდა, რომელიც არც სახლში აღმოჩნდა. „მურის“ ოპერჯგუფს კოკა რუსაძე ხელმძღვანელობდა და მან სალაროს თანამშრომელთა დაკითხვები დაიწყო. გაირკვა, რომ სეიფიდან 510 ათასი მანეთი იყო გამქრალი. კლარა გრიაზნოვამ ქართველ გამომძიებელს უთხრა, რომ სეიფის ორი გასაღები მხოლოდ მას ჰქონდა, რომ გასაღებების დუბლიკატები არ არსებობდა და რომ სეიფის გაღების უფლება მხოლოდ მას ჰქონდა. რუსაძე წამით ჩაფიქრდა და გრიაზნოვას უთხრა:

– თუ ასეა, ლოგიკურად იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ სეიფი თქვენ გააღეთ და ფულიც თქვენ წაიღეთ.

– ლოგიკურად ასეა, – მხრები აიჩეჩა ქალმა და დაამატა, – თუმცა, გარწმუნებთ, რომ ეს მე არ ჩამიდენია.

– სხვა გზა არაა. დროებით უნდა დაგაკავოთ და „მურში“ წაგიყვანოთ, – უთხრა ქართველმა გამომძიებელმა გრიაზნოვას.

სალაროს მმართველმა რუსაძეს სეიფის გასაღებები გადასცა და გრიაზნოვა დაკითხვაზე „მურში“ გადაიყვანეს, შემდეგ კი საკანში გაამწესეს.

მოლარე პოტაპოვა

„მურში“ გრიაზნოვამ პირველი ჩვენება გაიმეორა და ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ საკანში გადაყვანა მოითხოვა. „მურის“ ოპერები კი ალა პოტაპოვას ძებნას შეუდგნენ, რომელიც უკვალოდ იყო გამქრალი. თუმცა, სამი დღის შემდეგ ნიჩბოსანმა სპორტსმენებმა მისი ცხედარი კრილატსკოეს საწყალოსნო არხში აღმოაჩინეს და მილიცია გამოიძახეს. მოლარე ქალი ტყვიის ერთი გასროლით იყო მოკლული, მას ტყვია კეფაში ჰქონდა მოხვედრილი. ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტყვია პავლე სოზონოვის ტაბელური იარაღიდან იყო გასროლილი. ქალის ჯიბეში შემნახველი სალაროს სეიფის გასაღებების დუბლიკატები აღმოჩნდა. გაირკვა, რომ სოზონოვი მოსკოვის ლენინის რაიონის ოპერრწმუნებული და მოკლული მოლარის საყვარელი იყო. დაიხატა დანაშაულის სურათი – მოლარე პოტაპოვამ სეიფის გასაღებების დუბლიკატების დამზადება მოახერხა და თავისი საყვარლის თანამონაწილეობით სეიფიდან ფული გაიტაცა. შემდგომ კი პოლიციელმა სოზონოვმა თავისი საყვარელი, ალა პოტაპოვა მოკლა, მოპარული თანხა გაიტაცა და მიიმალა. მილიციელი არსად ჩანდა და როგორც „მურელებმა“ დაადგინეს, ის სამი დღის გაუჩინარებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ კოკა რუსაძეს ეჭვი ეპარებოდა დანაშაულის ამგვარ ვერსიაში, ქართველი გამომძიებელი იძულებული იყო, რომ სალაროს მმართველი კლავდია გრიაზნოვა წინასწარი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა. რუსაძეს მიაჩნდა, რომ მილიციელი თავისი ტაბელური იარაღით არ ჩაიდენდა მკვლელობას და რომ არ გაშიფრულიყო, აუცილებლად სხვა ხერხს მიმართავდა.

ნამდვილი დამნაშავე

მილიციის ლეიტენანტ პავლე სოზონოვზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. გამოძიება კი ჩიხში იყო შესული. რუსაძეს ოფიციალურად ეჭვმიტანილი არ ჰყავდა. თუმცა საკუთარი მოსაზრები ჰქონდა, რომელსაც არავის უმხელდა. ამასობაში 6 თვე გავიდა და ამ საქმეში კი წინსვლა არ იყო. თუმცა, კოკა რუსაძე თავის ვერსიას არაოფიციალურად მიჰყვებოდა და დეტალებს სხვების დახმარების გარეშე ადგენდა. ოქტომბრის ერთ საღამოს კოკა რუსაძეს ბალისტიკური ექსპერტიზის უფროსმა დაურეკა და უთხრა:

– შენთვის სიახლე მაქვს: იარაღი, რომლითაც მოლარე მოკლეს, ცენტრალური კანალიზაციის კოლექტორში მუშებმა მისი გაწმენდის დროს აღმოაჩინეს.

– როგორც ეტყობა, ის იქ ჩააგდეს, – თქვა რუსაძემ.

– არა მგონია. იქვე მამაკაცის ნახევრად გახრწნილი ცხედარი აღმოჩნდა, სავარაუდოდ, მილიციელ სოზონოვის.

გახრწნილი გვამი მართლა მილიციელის იყო. რუსაძემ კი დაადგინა, რომ მოლარე პოტაპოვას საყვარელი, მილიციელი სოზონოვი სალაროს მმართველის, კლავდია გრიაზნოვას საყვარელიც იყო. რუსაძემ სალაროს მმართველის დაკავების ბრძანება გასცა. „მურში“ დაკითხვაზე კი ქალმა აღიარა, რომ სეიფის გასაღებების დუბლიკატები მან გააკეთებინა, თავისი მოლარე სოზონოვის იარაღით მოკლა და გასაღებები შეგნებულად ჩაუდო ჯიბეში, რომ ქურდობა გარდაცვლილს დაჰბრალებოდა. შემდგომ კი თავად მილიციელიც მოკლა და რა თქმა უნდა, ფულიც მან მოიპარა. ქალს თანხა აგარაკზე ჰქონდა გადამალული.

გრიაზნოვა გაასამართლეს და 19 წლით ჩასვეს ციხეში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი