მსოფლიოს ყველა ერი განსაკუთრებული და უნიკალურია, თითოეულ მათგანს უჩვეულო ტრადიციები და წეს – ჩვეულებები გააჩნია, რომლებიც ჩვენთვის საკმაოდ უცხო და გაუგებარია, თუმცა ამჯერად, თქვენს ყურადღებას მსოფლიოს ხალხთა უცნაურ საქორწინო რიტუალებზე შევაჩერებ, რომელთაგან ზოგიერთი სიველურედაც კი მოგეჩვენებათ.
“ბინძური” შვეიცარია
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შვეიცარიის სოფლებში დღესაც შენარჩუნებულია პატარძლისთვის ტალახის სროლის ტრადიცია.
ამ დამამცირებელი რიტუალის დროს როგორც წესი, გოგონას კეტჩუპისგან, გაფუჭებული ნარჩენი საკვებისგან, მაიონეზისგან, ლუდისგან და წყლით დამბალი, აზელილი მიწისგან მოზელილ გუნდებს ესვრიან.
ამის შემდეგ საქმროს, პატარძალი მეგობრებთან ერთად ქალაქში მიჰყავს, სადაც ტალახში ამოსვრილს ბარიდან ბარში დაატარებს და იქ შეკრებილ ადამიანებს უჩვენებს. ითვლება, რომ ასეთი ჯოჯოხეთის შემდეგ, ყველა გაჭირვება, რომელიც შეიძლება მოხდეს ოჯახურ ცხოვრებაში, არ იქნება საკმარისი ჩხუბისა და უთანხმოების ღირსი.
ბედნიერი ღიმილი ბალიზე

როდესაც ახალდაქორწინებულები ოჯახურ თანაცხოვრებას იწყებენ და პატარძალი მთლიანად საქმროს მეურვეობის ქვეშ გადადის, ფრიად საინტერესო რიტუალი სრულდება. ახალდაქორწინებულებს თქვენ წარმოიდგინეთ და, კბილებს უქლიბავენ. რწმენის მიხედვით ეს მათგან რისხვას, შურს, ვნებას და სიხარბეს განდევნის.
გერმანია

არაფერი განსაკუთრებული, ქორწილის შემდეგ ისინი უბრალოდ გამზადებულ მორს ხერხავენ.
თავშეკავება ბორნეოზე

ბორნეოზე ახალდაქორწინებულებს წინ მართლაც სასტიკი გამოცდა ელით. მათ სამი დღე ტუალეტში გასვლა ეკრძალებათ. შეყვარებულთა თითოეულ ნაბიჯს მცველები აკონტროლებენ. ითვლება, რომ თუ ამას ისინი ერთად გაივლიან – ოჯახში ჰარმონია და ბედნიერება დაისადგურებს, ხოლო თუ წყვილი ასეთ გამოცდას ვერ გაუძლეს, ჩხუბსა და უთანხმოებას ვერ აცდება.
ნიგერია

ნიგერიაში გოგონა ქორწილისთვის მზადებას 1 წლით ადრე იწყებს. ის ცალკე სახლში გადადის და ყოველგვარ ფიზიკურ აქტივობას ერიდება. ნათესავები კი მას ყოველდღიურად აწვდიან კალორიულ საკვებს, რათა ქორწილისთვის წონაში მოიმატოს. ნიგერიაში სჯრათ, რომ გამხდარ ქალებთან ქორწილი უბედური იქნება.
ქალის ცხოვრების გააზრება, კენია

კენიაში არის ტომი, სადაც საქმრო ვალდებულია ერთი თვე ქალის ფორმაში გადაცმულმა იაროს, რათა მისი ყოფის მთელი არსი საკუთარ თავზე ბოლომდე შეიგრძნოს. იხილეთ სრულად
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ყველაზე უცნაური საქორწინო ტრადიციები, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. 18 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ყველაზე-უცნაური-საქორწინ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T22:26:41+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

