ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტილა ლიგის ექსპერტი - გიორგი მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ სხვა დონეზე გადავიდა

ლა ლიგის ექსპერტი – გიორგი მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ სხვა დონეზე გადავიდა

„ლივერპულის“ ოფიციალურ გვერდთან (liverpoolfc.com) ინტერვიუში ლა ლიგის ექსპერტმა, დერმოტ კორიგანმა ისაუბრა „ვალენსიიდან“ „ლივერპულში“ გადასულ გიორგი მამარდაშვილზე, რომლიც „ფრანს ფუტბოლის“ მიერ ორგანიზებულ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე სეზონის საუკეთესო მეკარეობაზეა ნომინირებული.

„გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი დიდად არ გამკვირვებია. ის ძალიან კარგი მეკარეა და რაღაც ეტაპზე „ვალენსიას“ დატოვებდა. მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასულ კლუბში გადასვლა იყო. თუმცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა, მისი პრემიერლიგაში გადაბარგება მოსალოდნელიც იყო. „ლივერპული“ მამარდაშვილისთვისაც შესანიშნავი არჩევანია და კლუბისთვისაც კარგი ტრანსფერია.

გიორგიმ „ვალენსიამდე“ უჩვეულო გზა გაიარა. ესპანური კლუბის ბოლო წლების სატრანსფერო პოლიტიკაა, რომ მსოფლიოში საინტერესო მოთამაშეები აღმოაჩინოს. ისინი გარკვეული პერიოდი კლუბისთვის სასარგებლონი უნდა იყვნენ და „ვალენსიამ“ სარფიანად გაყიდოს. მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ასეთი პროექტი იყო. კლუბში ძალიან ახალგაზრდა მოხვდა, გამოცდილება და ტექნიკური ნიუანსების გაუმჯობესება სჭირდებოდა, მაგრამ გამოჩნდა, რომ გამორჩეული ტალანტი იყო და აღიქვამდნენ მეკარედ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის კლუბში წავიდოდა.

23 წლის ასაკში მან „ვალენსიაში“ 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ამ გუნდში აღზევებასაც გაუგო გემო და დაცემასაც. ასეთ კლუბში ახალგაზრდა მეკარის დამკვიდრება იოლი არაა. გასული სეზონი მამარდაშვილისთვის საუკეთესო იყო. მისი სტატისტიკა გამორჩეული გახლდათ ლიგაში და მან დაამტკიცა, რომ სხვა დონეზე გადავიდა. ფიზიკურად ძლიერია, თამაშში ხშირად ჩართვა უყვარს, ლა ლიგაში ექვსიდან სამი პენალტი მოიგერია, რაც ძალიან კარგი შედეგია.

ეს „ვალენსიის“ მეკარეების მწვრთნელის, ხოსე მანუელ ოჩოტორენას მუშაობის შედეგიცაა, რომელიც მუშაობდა „ლივერპულში“ რაფა ბენიტესთან ერთად და „ოქროს ხანის“ ესპანეთის ნაკრებში – 2010 წლის მსოფლიოზე და ევროპის ორ ჩემპიონატზე, რომლებიც გუნდის ტრიუმფით დასრულდა. მას უმუშავია იკერ კასილიასთან და პეპე რეინასთან. მამარდაშვილი „ვალენსიაში“ უზარმაზარი, მაგრამ დასახვეწი ნიჭით მივიდა. რამდენიმე წელი მეკარეების ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან იმუშავა და ეს პერიოდი ძალიან გამოადგა.

შეეგუება თუ არა ინგლისის პრემიერ ლიგას? შეიძლება, სხვა ლიგებში მოთამაშე მეკარეები უფრო მიჩვეულები არიან ხაზზე დარჩენას და კარიდან არგამოსვლას. მამარდაშვილმა სწორედ ამ კუთხით უნდა მოუმატოს. არ ვამბობ, რომ გამოსვლაზე თამაში არ იცის, მაგრამ „ვალენსიაში“ და ლა ლიგაში ამის დემონსტრირება შედარებით ნაკლებად სჭირდებოდა, ვიდრე პრემიერლიგაში“, – ამბობს ლა ლიგის ექსპერტი დერმოტ კორიგანი.

  ეს დიდი წარმატებაა, თუმცა შეგვეძლო მეტი მედალი გქონოდა, რადგან ბიჭებმა ეს ნამდვილად დაიმსახურეს - ტატო გრიგალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი