2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინებების სისტემა დაინერგება
ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინებების სისტემა ინერგება. ამასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ფინეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ჰელსინკში, საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გარემოს სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრო.
მეტეოროლოგიური და გარემოსდაცვითი დაკვირვების ქსელების, ასევე, შესაბამისი აღჭურვილობის და ლაბორატორიების მოდერნიზება; ამინდის, კლიმატის და ჰაერის ხარისხის მოდელირების და პროგნოზირების სისტემების განვითარება; ასევე, ადრეული გაფრთხილების სერვისის მიწოდების პლატფორმის მოდერნიზება, ახალი სერვისების და პროდუქტების შექმნა, რომელიც სარგებელს მოუტანს მოსახლეობას და დაინტერესებულ მომხმარებლებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს. ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 231 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამინდის პროგნოზირების ხარისხისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტიანობის გაზრდას.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები