პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოაშშ-ის პროკურატურა მსახიობ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ შეწყვეტილი საქმის განახლებას ითხოვს

აშშ-ის პროკურატურა მსახიობ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ შეწყვეტილი საქმის განახლებას ითხოვს

აშშ-ის პროკურატურა სასამართლოს სთხოვს ამერიკელი მსახიობის ალეკ ბოლდუინის შეწყვეტილი საქმე განაახლოს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

„პროკურორმა ნიუ-მექსიკოს სასამართლოს თხოვნით მიმართა, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას და ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ არაგანზრახ მკვლელობის ბრალდებით შეწყვეტილი საქმე განაახლოს“, – ნათქვამია სტატიაში.

პროკურორი ამტკიცებს, რომ საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს საკმარისი ფაქტები არ ჰქონდა მოპოვებული.

2021 წლის ოქტომბერში ფილმ „ჟანგის“ გადაღებებზე ალეკ ბოლდუინმა გაისროლა სარეკვიზიტო პისტოლეტიდან, რომელიც საბრძოლო ვაზნებით იყო დატენილი. შედეგად ფილმის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი დაიღუპა, რეჟისორი ჯოელ სოუსი კი დაიჭრა. მოგვიანებით ბოლდუინს არაგანზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი წაუყენეს.

ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლომ ივლისში ბოლდუინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

  კაცს ღამურამ უკბინა — აღმოჩენილია “ცოფისმაგვარი ვირუსი” — სიკვდილის რისკი მაღალია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი