ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. დაიღუპა 2 ადამიანი. შემთხვევა ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ მოხდა.
გარდაცვლილთაგან ერთ-ერთის ვინაობა ცნობილია და როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ის ლაშა ცაგარეიშვილია.
“აი ეს ანგელოზი ბიჭი ემსხვერპლა ავჭალა – დიდუბის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას.
გული მეწვის ვუსამძიმრებ ოჯახს, საქართველოს რკინიგზას.
საწყალი ბიჭი 2 თვის წინ ქორწილი ჰქონდა”,-წერენ სოცქსელში.