დღის ამბები პოზიტივზე
საქართველოს რეგიონული გავნითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათმი-ახალციხის საავტომბილო გზის 88;ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაბა შეიზღუდა, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოს პროცესში, 20024 წლის 31 აგვისტოდან 2 სეტქემბის 06;00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.
****
რომი-ქუთაისი ავიარეისზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ქალი შეუძლოდ გახდა, მას ბორტზევე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება, ბორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველივე შესაძლო მიმღებ აეროპორტში ბულგარეთში დაშვებულიყო, თუმცა მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
****
პარიზში მიმდინარე 20024 წლის პარაოლიმპიურ თამაშზე ქართველი პარა-მძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე, ბირთვის კვრაში ოქროს მედალის მფლობელი გახდა. და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ოჩხიკიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
****
წინანდლის პესტივალის მეექვსე სეზონი ვერდის რექვიემით გაიხსნა. პანკავკასიურახალგაზრდულ ორკესტრს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდსა და საგანგებოდ მოწვეულ სოლისტებს იტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა.
ფესტივალის გახსნიდი კონცერტის ვარსკვლავურმა შემადგენლობამ წინანდლის ამფითეატრში შეკრებილი 1000-მდე მსმენელის მხურვალე აბლოდისმენტები დაიმსახურა.
****
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში 30 აგვისტოდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. და სამხრეთ-დასავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის გამოწვეული.
****
ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე , ალკოჰოლიზმით ნარკომანიითა და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს, ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვები იქნება შესაბამისი დაწესებულებების მიერ კანონოტ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
****
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფრომაციით რთველი 2024 ის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებით , 23-24 აგვისტოს კახეთის რეგიონში მოსული ძლიერი სეტყვისა და ქარისაგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შპს ,, მოსავლის მართვის კომპანიმ” ოპერატულად სტიქიის მოერე დღიდანვე დაიწყო ყვარლის თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში დასეტყვილი ყურძენის ჩაბარება, მევენახეებმა დაზიანებული ყურძენი 1 კგ 1.00 ლარად ჩააბარეს.
30 აგვისტოს მდგომარეობით სულ გადამუსავებულია 1800 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი.
****
საბურთალოს რაიონში, თეთრი დუქნის ქუჩასა და მდინარე დიღმურაზე მდებარე, გრიგორი თოფჩიშვილის სახელობის ხიდზე მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სპეციალისტების რეკომენდაციით, დიღმურას ხიდ-გზაგამტარზე, ამ ეტაპზე, მძიმეწონიანი ავტომობილების მოძრაობა მიზანშეწონილი არ არის. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება მსუბუქ ავტომობილებს.
****
იარაღის შესახებ“ კანონში ლიცენზიის – ნებართვის შეჩერების წესი შემოდის. აღნიშნული დაკავშირებული იქნება ნებართვის მფლობელის ფსიქიკურად, ასევე ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებასთან.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს შს სამინისტრომ წარუდგინა.
****
რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა. არსბეული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო, თუმცა ის ამ დროისთვის აღდგენილია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
****
TEXSOM-ის სომელიეთა კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ში, ტექსასის შტატის ქალაქ ირვინგში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბურ ღონისძიებაზე ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით გაიმართა. დეგუსტაციაზე სხვადასხვა დასახელების 70-მდე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი.
****
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
სახელმწიფო მინისტრმა, თბილისში დაარსებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის და მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
****
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ათენის მერიისა და მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, ათენში საერთაშორისო ბანაკი განხორციელდა.
ბანაკში მონაწილეობა მიიღო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს და აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის სხვადასხვა პროექტებში წარმატებით მონაწილე 50-მდე აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდამ.
****
ექსტრემალური ამინდები სამხრეთ ევროპაში ღვინის წარმოებას ემუქრება – ყურძნის გარკვეული ჯიშები შესაძლოა, საერთოდ გაქრეს. ამის შესახებ EasrFruit-ი წერს.
ერთ-ერთი ასეთია „ასირტიკო“, რომელიც თეთრი ღვინის წარმოებაში გამოიყენება. არსებული ინფორმაციით, ძლიერი სიცხის გამო მკვეთრად შემცირდა მისი მოსავლიანობა. კუნძულ სანტორინიზე,
ადგილობრივი მწარმოებლის განცხადებით, 2023 წელს, „ასირტიკოს“ წარმოება, წინა წლის მოცულობის მხოლოდ მესამედს შეადგენდა. მისივე შეფასებით, წელს ეს მაჩვენებელი, 2022 წლის დონიდან შესაძლოა, ექსჯერაც შემცირდეს.
****
უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტის, გლუბოკოეს ნაწილი დაიკავეს, – ამის შესახებ 92-ე ცალკეული თავდასხმის ბრიგადის ბატალიონ „აქილევსის“ მეთაურის მოადგილემ, ოლეს მალიარევიჩმა განაცხადა.ჩვენ მოვახერხეთ ტერიტორიის ნაწილის, კერძოდ, გლუბოკოეს ნაწილის, დეოკუპაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დასახლება. ახლა მტერი გონს მოეგო, მნიშვნელოვანი რეზერვების მობილიზება განახორციელა და ცდილობს, დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები. ახლა მათი მხრიდან ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენ ახლა თავდაცვის პოზიციაში ვართ და, პრინციპში, საიმედოდ ვინარჩუნებთ თავდაცვის ხაზს“, – აღნიშნა ბატალიონის მეთაურის მოადგილემ.
****
კამჩატკაში გაუჩინარებული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, წინასწარი შეფასებით, დაღუპულია, ამ დროისთვის უკვე ნაპოვნია 17 ცხედარი, – ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობის გამო გამოწვეული ცუდი ხილვადობა გახდა
დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3
მასალის გამოყენების პირობები