„8-წლიანი ძიება დასრულებულია, ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე“ – თამუნა მუსერიძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, – ავტორი პროექტისა „ვეძებ“, რომელმაც დაარსების დღიდან ასობით ბიოლოგიური ოჯახი დააკავშირა ერთმანეთს, – ამბობს, რომ რვაწლიანი ძებნის შემდეგ, მან საკუთარი ბიოლოგიური მშობელი იპოვა.

„რვაწლიანი ძიება დასრულებულია. მე ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე“, – ამბობს თამუნა მუსერიძემ პირველ სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. მისი ვიდეოს 12 საათში უკვე 600 000-ზე მეტჯერ ნახეს.

„ამ ეტაპზე ვერ ვამბობ სხვა დეტალებს, თუმცა, იმედი მაქვს, რაც პირადად ვნახავ, შემდეგ მომეცემა საშუალება, სხვა ინფორმაციაც მოგაწოდოთ“, – ამბობს იგი.

თამუნა მუსერიძემ რამდენიმე წლის წინ შექმნა ფეისბუკ ჯგუფი „ვეძებ“, სადაც სისტემატურად ვრცელდება ინფორმაცია წლების განმავლობაში, საქართველოში არსებული სხვადასხვა სამშობიაროებიდან ჩვილების სავარაუდო უკანონო გაშვილებისა და გაყიდვის შემთხვევების შესახებ.

- Advertisement -
Ad imageAd image

2021 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ჯგუფი „ვეძებ“ შეიქმნა, თამუნა მუსერიძის თქმით, მოხერხდა 700-ზე მეტი ბიოლოგიური ოჯახის დაკავშირება, რომელთა შორისაც არიან უკანონოდ გაშვილებული/გაყიდული ბავშვებიც.

თამუნა მუსერიძე 2023 წლის BBC-ის „100 ყველაზე გავლენიანი ქალის“ სიაში მოხვდა.

მისი თქმით, 31 წლის იყო, როცა გაიგო, რომ ნაშვილებია; ბიოლოგიური მშობლების ძიების პროცესში ბავშვების გაყიდვის „შავი ბაზრის“ შესახებ შეიტყო, რის შემდეგაც დააარსა ჯგუფი „ვეძებ“ და არაერთ ადამიანს მშობლების მოძებნაში დაეხმარა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „8-წლიანი ძიება დასრულებულია, ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე“ – თამუნა მუსერიძე. 1 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/8-წლიანი-ძიება-დასრულებუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi