ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარომელი კომპანია ააშენებს ანაკლიის პორტს - გადაწყვეტილება მიღებულია

რომელი კომპანია ააშენებს ანაკლიის პორტს – გადაწყვეტილება მიღებულია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერა შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის (უცხოური საწარმოს ფილიალი) დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის მშენებლობის პროცესში ასეთი დიდი გამოცდილებისა და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის ჩართვა, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული.

სამინისტროს ინფორმაციით, “იან დე ნული” ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან შეირჩა. “იან დე ნული” ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. “იან დე ნული” ჯგუფის საქმიანობა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა – მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა, სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება. კომპანიის ოპერირების გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და სხვ.

“ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორის ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

#წყარო

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
  ხმაურიანი დაბრუნება - ბიძინა ივანიშვილის ახალი გზავნილები
მსგავსი პოსტები
აქტივობები იტალიურ სპა-კურორტზე: აბანო ტერმე

აქტივობები იტალიურ სპა-კურორტზე: აბანო ტერმე

2 April, 2025
რა ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, როგორ მოქმედებს სტრესი ადამიანის ორგანიზმზე

რა ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, როგორ მოქმედებს სტრესი ადამიანის ორგანიზმზე

აპრილი 2, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
„აგროჰაბი“ განცხადებას ავრცელებს

„აგროჰაბი“ განცხადებას ავრცელებს

აპრილი 2, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ბრიტანული გამოცემა The Independent საქართველოს ტურისტული პოტენციალის და ახალი ავიარეისების შესახებ სტატიას ამზადებს

ბრიტანული გამოცემა The Independent საქართველოს ტურისტული პოტენციალის და ახალი ავიარეისების შესახებ სტატიას ამზადებს

აპრილი 2, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კლასიკური პასკის რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ

კლასიკური პასკის რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ

აპრილი 2, 2025
სახის კანის აღდგენისა და წმენდის ბუნებრივი მეთოდები – სცადეთ სახლში!

სახის კანის აღდგენისა და წმენდის ბუნებრივი მეთოდები – სცადეთ სახლში!

აპრილი 2, 2025
როგორ ვმართოთ ბიუჯეტი უცხოეთში?

როგორ ვმართოთ ბიუჯეტი უცხოეთში?

2 აპრილი 2025
სად გავისეირნოთ ბავშვებთან ერთად თბილისში

სად გავისეირნოთ ბავშვებთან ერთად თბილისში

აპრილი 2, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი