ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა🍅გალერეა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი „ტომატინა“ გაიმართა. ქალაქ ბუნიოლის ცენტრალურ ქუჩაზე, პომიდვრების ომი მოეწყო. ბრძოლა, რომელშიც Reuters-ის ცნობით, დაახლოებით 22 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ერთ საათს გაგრძელდა და 120 ტონამდე პომიდორი განადგურდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

- Advertisement -
Ad imageAd image

 

ტრადიცია სათავეს 1945 წლიდან იღებს. ფესტივალი ქალაქის მფარველის, წმინდა ლუის ბერტრანის პატივსაცემად ტარდება. ითვლება, რომ პომიდვრებით პირველი ბრძოლა ასეთ ფესტივალზე, მეგობრებს შორის ჩხუბის დროს მოხდა. ფრანკოს მმართველობის პერიოდში ფესტივალის ჩატარება აიკრძალა, თუმცა 80-იანი წლებიდან განახლდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა🍅გალერეა. 29 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ესპანეთში-პომიდვრის-ტრად/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi