„ოჯახმა ბინა გაყიდა, მამა 3 წლის წინ გარდაეცვალა – 25 წლის პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონს ლევან მახათაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

25 წლის ლევან მახათაძეს, რომელმაც წელს გამართულ პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ვახო ახობაძის მსგავსად გაიმარჯვა და უკვე მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონს დაბადებიდან ცერემბრალური დამბლა აქვს. მისი ახლობლების ინფორმაციით, ოჯახმა ბინა გაყიდა, მამა 3 წლის წინ გარდაეცვალა და ამ მდგომარეობაში, მაინც თავისი ჟინით თუ მონდომებით ცდილობს ქვეყანა ასახელოს.

ჩემპიონის მხარდამჭერები ცდილობენ, ხმა რაიმე ფორმით, ბიზნეს სექტორს, კომპანიებს და ა.შ. მიაწვდინონ, რათა დაეხმარონ, გაახარონ და გვერდში დაუდგნენ.

დახმარების მსურველ ფიზიკურ პირებს თანხა შეუძლიათ ოჯახის ანგარიშის ნომერზე ჩარიცხონ:

- Advertisement -
Ad imageAd image
  • საქართველოს ბანკი

#GE92BG0000000161034965

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ოჯახმა ბინა გაყიდა, მამა 3 წლის წინ გარდაეცვალა – 25 წლის პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონს ლევან მახათაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. 28 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ოჯახმა-ბინა-გაყიდა-მამა-3/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi