გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ახალ პროგნოზს ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.
„დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია სინოპტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 7]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a-7/
sheniekimi.ge/ambebi
