სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით 58 ადამიანია ინფიცირებული, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით 58 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 41 ჰოსპიტალიზებულია, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი – საშუალო სიმძიმის.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის გენერალური დირექტორი სტეპან ატოიანი ავრცელებს.

მისი თქმით, ვირუსის პირველი შემთხვევა 7 აგვისტოს არაგაწოტნის ოლქში დაფიქსირდა.

ამჟამად ვირუსის გავრცელების სავარაუდო არეალად არაგაწოტნის, არმავირისა და არარატის ოლქები მოიაზრება.

- Advertisement -
Ad imageAd image

ვირუსის გავრცელება დაინფიცირებული კოღოების საშუალებით ხდება და ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით 58 ადამიანია ინფიცირებული, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 21 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სომხეთში-დასავლეთ-ნილოს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi