მომღერალი ცისანა სეფიაშვილი, რომელმაც გასულ წელს ოჯახი შექმნა, ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში მეუღლის, ოთო გიორგობიანის შესახებ საუბრობს.
„ამ ასაკში იმხელა ბედნიერება მეწვია, იმდენად დიდი, როგორ შეიძლება არ ვიყო მადლიერი. ჩემი მეუღლე არის ჩემი ბალანსი და სიმშვიდე, შემიძლია თამამად ვთქვა: ჩემი ქმარი ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარია…
ოთო ბედის საჩუქარზე მეტია, უფალმა დამაჯილდოვა. სამყარომ მითხრა: გეყოფა ამდენი ტკივილი და გულისტკენებიო და საჩუქრად გამომიგზავნა ოთო“, – აღნიშნავს ცისანა სეფიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები