ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევა"ჩვენ რა ვქნათ უშენოდ ძმაო?! ჩვენ ხომ ერთად ბევრი გეგმები გვქონდა -...

“ჩვენ რა ვქნათ უშენოდ ძმაო?! ჩვენ ხომ ერთად ბევრი გეგმები გვქონდა – ცნობილია ვინ არის ბახმაროს გზაზე დაღუპული ბიჭი

ჩოხატაურში, ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმელი ახალგაზრდა თორნიკე კურცხალიძე დაიღუპა.

“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, პირი, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, ელექტრობოძს დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, მოტოციკლეტისტი გარდაცვლილი დახვდა.

“ჩვენ რა ვქნათ უშენოდ ძმაო?! ჩვენ ხომ ერთად ბევრი გეგმები გვქონდა, ბევრი ბედნიერი დღეები გველოდა წინ. გაგვამწარე ყველა… უშენოდ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება…

ჩემი უსაყვარლესი თორნიკე, როგორ დამწყდა გული თოკო…

ჩემო ძმაო ეს რა მიქენი?! რა გაგვიკეთე? რატო მიმატოვე…

მეც შენთან ერთად დავასრულე ცხოვრება… ჩემი უსასრულო სიყვარული…

შენს სუფრთა გულს ვენაცვალე ძმაო, ნათელში იყოს შენი სული თოკა. მთელი ბათუმის სიამაყე და ყველას მეგობარი იყავი, ვინც კი გიცნობდა ძმაო. მეგობრის სიკვდილი საკუთარი სულის ნაწილის სიკვდილს ჰგავს… მშვიდობით…

რატომ ასე ადრე თოკა?! ჩემო ძმობილო არასდროს დამავიწყდება შენი მომღიმარე ლამაზი სახე. ყოველთვის მემახსოვრები ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს…

დაგვიტოვა მხოლოდ მოგონებები… ასე არ უნდა დასრულებულიყო, არა…” – წერენ დაღუპულის ახლობლები სოციალურ ქსელში.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  "ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია" - ნათესავი სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი