კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოპაკისტანში Mpox ვირუსის (მაიმუნის ყვავილის) პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

პაკისტანში Mpox ვირუსის (მაიმუნის ყვავილის) პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

Mpox ვირუსი, რომელიც მაიმუნის ყვავილის სახელითაა ცნობილი, პაკისტანშიც გამოჩნდა – ამის შესახებ Reuters-ი წერს. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ვირუსის, მინიმუმ, 1 შემთხვევა, რომელიც მოგზაურობიდან დაბრუნებულ პაციენტში გამოვლინდა. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ვირუსის შტამი დაუდგენელია.

Mpox ვირუსის ახალმა შტამმა გლობალური შეშფოთება გამოიწვია იმ ფონზე, რომ ვირუსის ეს ფორმა ბევრად სწრაფად და მარტივად გადადის მჭიდრო, ინტენსიური კონტაქტის დროს. ვირუსი, ძირითადად, აფრიკის კონტინენტზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია გავრცელებული, თუმცა ახალი შტამის პირველი შემთხვევა გუშინ შვედეთშიც დაფიქსირდა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ბრიტანელ მოზარდს, რომელმაც სამი გოგონა მოკლა, 52 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი