ახლა ჩემი რეკორდით მთელი მსოფლიო გაიცნობს სად არის საქართველო – ამის შესახებ ნინო სალუქვაძემ პარიზის ოლიმპიადიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა:
“ჩემთვის საამაყო იყო ის, რომ გავუთანასწორდით მამაკაცებს ქალები. მხოლოდ ერთი კაცია კანადელი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა 10 ოლიმპიადაზე, ახლა ჩემი რეკორდით მთელი მსოფლიო გაიცნობს სად არის საქართველო. ეს ჩაიწერება გინესების წიგნშიც. ვიმედოვნებ, რომ მე-11 ოლიმპიადაზე წავალ მხოლოდ მწვრთნელის ამპლუაში და გავყვები არა ერთს, არამედ რამდენიმე ტყვიის მსროლელს და აუცილებლად გამოერევიან ქალბატონებიც, რომლებიც აიღებენ მედლებს” – ამის შესახებ ნინო სალუქვაძემ პარიზის ოლიმპიადიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები