კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადად 10 000 რუბლი გადაეცემათ

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადად 10 000 რუბლი (116 აშშ დოლარი – 312 ლარი) გადაეცემათ.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქის გუბერანტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსეი სმირნოვთან საუბარში განაცხადა.

„მთავრობის მეთაურთან [მიხაილ მიშუსტინთან] სულ ცოტა ხნის წინ ვისაუბრე. ჩავთვალოთ, რომ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას საჭიროებენ, ერთჯერადად 10 ათასი რუბლის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისი რესურსები გამოიყოფა”. – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადად 10 000 რუბლი გადაეცემათ. 9 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/კურსკის-ოლქის-მცხოვრებლე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi