გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
მემორიალის მიმდებარედ დაიდგა ინსტალაცია, სადაც გამოსახული იყო აგვისტოს ომში დაღუპული, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების სახელები და გვარები.
„კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 2008 წლის აგვისტო და პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც რუსეთ – საქართველოს ომს შეეწირა. 16 წლის წინ გორმა მძიმე დღეები გამოიარა. ყოველთვის ვიამაყებთ ჩვენი გმირებით. ქედს ვიხრი ყველას წინაშე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა მალე დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს“,- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები