პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ბორელი აგვისტოს ომის 16...

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ბორელი აგვისტოს ომის 16 წლისთავს გამოეხმაურა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ბორელის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ურყევია.

განცხადებაში ბორელი აღნიშნავს, რომ რუსეთის წარმომადგენლობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს.

განცხადებაში საუბარია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

ევროკავშირი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი.

“7 აგვისტოს 16 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც 2008 წელს აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო. საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ურყევია.

ჩვენ კვლავ ვგმობთ რუსეთის მიმდინარე სამხედრო წარმომადგენლობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, რაც ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე, 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმებით რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. გრძელდება საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის “ბორდერიზაციის” პოლიტიკით, გამშვები პუნქტების დახურვით და რუსი სამხედროებისა და დე ფაქტო ოფიციალური პირების მიერ უკანონო დაკავებებით. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა შეწყდეს, ადამიანის უფლებების დარღვევები გამოძიებულ უნდა იქნას, და ყველა დაშავებულმა სამართალი უნდა ნახოს.

ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ბოლომდე ერთგული ვრჩებით, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) ევროკავშირის როგორც თანათავმჯდომარის ჩართულობით, სამხრეთ კავკასიისთვისა და საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობის მეშვეობით, და ადგილზე ევროკავშირის მონიტორინგული მისიის (EUMM) მიმდინარე ჩართულობის მეშვეობით. GID-ის ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ, კონსტრუქციულად ჩაერთოს დისკუსიებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმების ბოლომდე შესრულების მისაღწევად.

ევროკავშირი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი